კატა - ყველაზე “საშიში” ცხოველი.. ანუ, როგორ გააძევა მშიშარა ფისომ სახლიდან შავი დათვი (+ვიდეო)
კატა - ყველაზე “საშიში” ცხოველი.. ანუ, როგორ გააძევა მშიშარა ფისომ სახლიდან შავი დათვი (+ვიდეო)
შინაურმა კატამ, სახელად ნენი, სახლიდან შავი დათვი გააგდო. "The Time"-ის ცნობით, მომხდარის ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე კატის პატრონმა, დარლისს ელიოტმა განათავსა.

ალიასკაზე, იგლ-რივერში მდებარე სახლში, კატამ შესასვლელი კარის მინის მიღმა მდგარი დათვი შენიშნა და მისკენ მოულოდნელი ნახტომი გააკეთა. ცხოველი ასეთ გამოხტომას არ ელოდა, უკან დაიხია, კიბეზე დაგორდა და ბოლოს სულ მიატოვა იქაურობა.

ელიოტმა აღნიშნა, რომ ძალიან გაკვირვებული დარჩა ნენის ქცევით. მისი თქმით, კატა ყოველთვის მშიშარა იყო.

“არ ვიცი, რა შესახლდა მასში”. - აღნიშნა დარლისმა. მისი აზრით, კატას გამბედაობა პატრონების სახლში ყოფნამ შემატა.

ალიასკაზე
მურა შავი დათვები ხშირად მიდიან ადამიანების სახლებთან, ამიტომ დათვის გამოჩენა ელიოტისთვის სიურპრიზი არ იყო. ეს ტიპიური ჩრდილოამერიკული
დათვია, რომლის ბინადრობის არეალი ალიასკის ჩრდილოეთიდან და კანადიდან ცენტრალურ მექსიკამდე, ხოლო ატლანტის სანაპიროდან წყნარი ოკეანის სანაპირომდეა.

იგი 39 შტატში და კანადის ყველა პროვინციაში გვხვდება. შავი დათვები ძირითადად მცენარეული საკვებით იკვებებიან, ასევე მწერებით, ხან თევზით. შეიძლება შინაურ ცხოველსაც დაესხას თავს. ძირითადად უწყინარი ცხოველია, ბევრად უწყინარი, ვიდრე მურა დათვი. ადამიანებთან შეხვედრას ის გაურბის და დაჭრილიც კი თავდასხმას გაქცევას ამჯობინებს.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?