ფოტოშოპი არ გეგონოთ, ეს ნამდვილი კატაა (ვიდეო, ფოტო)
ფოტოშოპი არ გეგონოთ, ეს ნამდვილი კატაა (ვიდეო, ფოტო)
მატილდა ორი წლის ხვადი კატაა, რომელიც მისი თვალების გამო, უცხოპლანეტელს მოგაგონებთ. პატრონის თქმით, ის 2013 წლის 14 თებერვალს, ვალენტინის დღეს დაიბადა თავშესაფარში, ხოლო 12 კვირის მოსიყვარულე ოჯახში მოხვდა.

პირველი ერთი წელი მატილდას თვალები სხვა კატის თვალებისგან არაფრით განსხვავდებოდა, თუმცა, ნელ-ნელა მას ერთი თვალის ჭრილი საგძნობლად გაუფართოვდა, ხოლო რამდენიმე ხანში, მეორე თვალზეც შეექმნა ანალოგიური პრობლემა. 

Zooclub

პატრონმა არ დაიშურა ძალა და ენერგია, მატილდა საუკეთესო ვეტერინარ-ოფთალმოლოგებთან დაჰყავდა, რომ დახმარებოდნენ, თუმცა, ამაოდ.

ვეტ-ექიმთან ბოლო ვიზიტისას, გაირკვა, რომ მას სჭირდა გლაუკომა, რომლის შედეგადაც მხედველობის ნერვის შეუქცევად
დაზიანება ხდება, რაც დროთა განმავლობში იწვევს სრულ სიბრმავეს. ანალოგიური დაავადება აღმოაჩნდათ მის ძმებსაც. ამ გენეტიკური
დაავადების გარდა, მატილდას კალოგენის დეფიციტიც დაუდგინდა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება საკმაოდ სარისკოა, რადგან ჭრილობები ძალიან რთულად შეუხორცდებოდა.

ექიმის თქმით, ქირუგიული ჩარევა გარდაუვალია, მას უტარდება ყველა საჭირო პროცედურა, რათა ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიაროს.

Zooclub

ოპერაცია საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ მატილდას პატრონმა შექმნა ფონდი, სადაც თანხას აგროვებს. კატას უკვე გამოუჩნდა არა ერთი გულშემატკივარი, რომლებიც ოპერაციის თანხის შეგროვებაში ეხმარებიან.

მატილდა ნამდვილი კატაა და ეს ფოტოშოპი არ გეგონოთ - იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა


ასევე იხილეთ:

"ორსახა" კატა სახელად ვენერა

თეთრი ვეფხვი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა
გალერეა
999
რა სისულელეა ამ კატას ასეთი თვალები იმიტომ აქვს რომ სპეციალური ლინზები აქვს ჩასმული თვალების დაავადების გამო,ჯერ ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ და მერე ატვირთოთ სტატიები
პრიმა
ნეტა საქმე შემოგლევია, მატილდა არა კვახი, ადამიანებს ვერ გაუკეთებიათ ოპერაცია და იმას ვერ ეხმარება ხალხი ხან , გაკლიათ მე მგონი, არ გადაირიენ ცხოველებზე, ვითომ ჰუმანისტები...
ფაზისელი
სხვა სადარდებელი ეყოფა ხალხს ახლა ეს რომ არ წამოწიოთ ამას გიჯობთ მშიერი ბავშვები დააპუროთ თქვე უღმერთოებოოო გადაყევით ახლა ამ ბრუციან კატას უსაქმურებოოოო კიდევ მის ოპერაციაზე გვანერვიულეთ
ლევანი
ხვად კატას ქალის სახელი მატილდა რატომ დაარქვეს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?