უფოლოგის აზრით, კატები ოთხფეხა უცხოპლანეტელების შთამომავლები არიან
უფოლოგის აზრით, კატები ოთხფეხა უცხოპლანეტელების შთამომავლები არიან
საიდანაა ჩვეულებრივი კატის ეს თვისებები? ცნობილი უფოლოგი ბრედ სტაიგერი დარწმუნებულია, რომ შინაური ცხოველების 20%, ჩვეულებრივ, უცხოპლანეტელია. ისინი ორი წვეთი წყალივით გვანან ჩვეულებრივ კატებს, მაგრამ ბევრად დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ.

როგორც ცნობილია, კატების სამშობლო ეგვიპტეა, სადაც მათი არსებობა დოკუმენტებით არის დამტკიცებული ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5 000 წლის წინ. იმ დროს კატებს საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა ეკავათ. მათ საპატივცემულოდ ტაძრებსაც კი აშენებდნენ.

თუ ძველი ეგვიპტის ბარელიეფებს მიაქცევთ ყურადღებას, კატებს იქ ხშირად ღმერთების ცეცხლოვანი ეტლის ფონზე გამოსახავდნენ ხოლმე.

ძველი ეგვიპტელების ფანტაზია იმ მფრინავი
ხომალდების ინტერპრეტაციას ახდენდა, რომლებიც ციდან ცეცხლოვანი გარსით ეშვებოდნენ. ხომალდებიდან გადმოდიოდნენ ღმერთები თავიანთი მეგობარი კატებით, რომლებსაც
ყოველთვის უყვარდათ მოგზაურობა.

მათ ზეციურ წარმომავლობას ფრთიანი კატების უამრავი ქანდაკება ადასტურებს. ეს დასტურია იმ ფაქტისა, რომ დედამიწაზე ისინი სწორედ რომ მოფრინდნენ. მათზე დაკისრებული მისიის შესრულების შემდეგ უცხოპლანეტელმა ღმერთებმა დატოვეს პლანეტა, ხოლო მათი ბინადრების ნაწილი კი დედამიწაზე დარჩა.

ამერიკელი კატების მოყვარულების გამოკითხვის შედეგების დამუშავების შედეგად, სტაიგერმა გამოითვალა, რომ მხოლოდ აშშ-ში დღეს უცხოპლანეტელების რამოდენიმე მილიონი ოთხფეხა შათამომავალი ცხოვრობს. ძირითადად, ისინი კეთილგანწყობილნი არიან და გარშემომყოფთათვის არავითარ საშიშროებას წარმოადგენენ.

იმის გარკვევა, თუ ვინ ცხოვრობს თქვენს გვერდით, ამერიკელი უფოლოგის აზრით, ძალიან ადვილია. რამდენადაც მეგობრულია ცხოველი, იმდენად მეტი ალბათობაა, რომ მას "უცხოპლანეტური ფესვები" ჰქონდეს. მათი განმასხვავებელი ნიშანია ჭკვიანური გამოხედვა და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული სიყვარული.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?