პარანორმალური კატები - უცნაური არსებები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს იცავენ
პარანორმალური კატები - უცნაური არსებები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს იცავენ
ვცადოთ შევეხოთ კატების არსებობის იმ მხარეს, რომელიც შორსაა მეცნიერებისგან, მაგრამ ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. არსებობს მრავალი ცრურწმენა: 9 სიცოცხლე, მკურნალობის უნარი, სხვა სამყაროს შეგრძნება, გარდასახვა, წინასწარმეტყველება...

ყველაფერი ეს მათგან მოდის, ფუმფულა და ალერსიანი არსებებისგან, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე ჩვენთან ერთად არიან, მაგრამ მათზე ცოტა რამ თუ ვიცით.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ნათან კუპერი ბავშვობიდან ეპილეფსიით დაავადებულია. ბოლო დროს შეტევები კვირაში ერთხელ აქვს, მაგრამ ზუსტად როდის - არავინ იცის, გარდა კატისა, სახელად ლილი. მას რამოდენიმე წუთის სიზუსტით შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ როდის ეწყება მის
21 წლის პატრონს კონვულსიები.

"ჩვეულებრივ, ის ჩუმი და მშვიდია, მაგრამ იგრძნობს თუ არა, რომ ნათანს
მალე შეტევა დაეწყება, იწყებს სირბილს კიბეზე და მთელი ხმით კნავის", - ჰყვება ნათანის დედა, მისის კუპერი. "კატა გრძნობს მომავალ შეტევას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაფრთხილოთ ნათანი და დაცემის დროს ის არც იატაკზე დავარდება მტკივნეულად, არც ავეჯს დაეჯახება".



სიყვარულისა და მიჩვევის გარდა, ადამიანებსა და კატებს აქვთ სხვა, უფრო იდუმალი და ღრმა კავშირი.

კატები, რომლებიც თავისებურ ტელეპატიურ კავშირში არიან ადამიანებთან, ინფორმაციის მისაღებად იყენებენ, ასე ვთქვათ, მეექვსე გრძნობას. ისინი ყველანაირად ცდილობენ ჩვენთვის საფრთხის შემთხვევაში ინფორმაციის გადმოცემას.

საკმაო საბუთი არსებობს იმისა, რომ შინაურმა კატებმა ზუსტად იციან, თუ როდის ბრუნდება სახლში ოჯახის რომელიმე წევრი. ხანდახან მისი გამოჩენა არც არის მოსალოდნელი, მაგრამ კატები აფორიაქებულები დადიან კართან და აშკარად გამოხატავენ, რომ ვიღაცას ელოდებიან.

ერთხელ, ბაღში მუშაობისას ქეროლ ფაულერმა ლურსმნით ღრმა ჭრილობა მიიღო. ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ქალი მიწაზე უგონოდ დაეცა. ამ დროს მისი კატა ტაბი სახლში ქეროლის 10 წლის შვილიშვილთან ერთად თამაშობდა და არ შეეძლო დაენახა ის, რაც კედლის იქით ხდებოდა, თუმცა, დაახლოებით იმ მომენტში, როდესაც ქალს გული წაუვიდა, კატა უეცრად ადგილზე შეხტა, შემდეგ კი მიირბინა ჩაკეტილ კართან და კარზე ფხაჭუნი დაიწყო. ის გარეთ გაშვებას ითხოვდა.

ბიჭმა კატა გაუშვა. მან არ იცოდა, რა ხდებოდა, ამიტომ გააგრძელა თამაში, ტაბი კი მაშინვე ბაღში გაიქცა, პატრონის გულზე დაჯდა და სახე აულოკა. ის ალბათ მიხვდა, რომ ასე ვერ მოიყვანდა ქეროლს გონზე. მაშინ კატა ღობეს გადაახტა და მეზობლის სახლის კარზე დაიწყო ფხაჭუნი.
როგორც კი მეზობლებმა კარი გააღეს, კატა ოთახში შევიდა, ტელეფონთან დაჯდა და ხმამაღალი კნავილი მორთო.

"შეიძლება მისის ფაულერს მოუვიდა რამე!" - გადახედეს ერთმანეთს მეზობლებმა. მათ ყოველი შემთხვევისთვის სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. საავადმყოფოში მისის ფაულერმა გაიგო, თუ ვინ გადაარჩინა მისი სიცოცხლე.
Zooclub
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, რუპერტ შელდრეიკი ადამიანისა და კატის ტელეპატიურ კავშირს, მათ შორის ე.წ. "მორფოგენეტიკური ველის" არსებობით ხსნის, რომელიც ურთიერთგაგებასა და ტელეპატიურ კავშირს უზრუნველყოფს.

იმისათვის, რომ დარწმუნდნენ ოთხფეხა ბინადრებთან ტელეპატიური კავშირის არსებობაში, მეცნიერები მათ პატრონებს სახლის პირობებში შემდეგი ექსპერიმენტის ჩატარებას სთავაზობენ:

15-20 წუთის განმავლობაში წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოთახის კუთხეში გაუნძრევლად ზის ძაღლი. კატა, რომელიც აქამდე მშვიდად კრუტუნებდა თქვენს კალთაში თანდათან იგრძნობს თქვენს მიერ წარმოსახულ ცხოველს და ეს აუცილებლად შეეტყობა მას შემდგომ ქცევაში...
fiso-gori
მართალია, მეზობლები ჩემს მოსვლას სახლში კატების და ძაღლების მეშვეობით იგებენ, ,,ისინი ერთდროულად წრიალებენ სახლის კარებთანდა გზას გაყურებენ, 10 წუთში შენც შინ ბრუნდებიო", - ასე მეუბნებიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?