გემის კონტეინერში დამწყვდეულმა კატამ 17 დღე-ღამე წყლისა და საკვების გარეშე გაატარა
გემის კონტეინერში დამწყვდეულმა კატამ 17 დღე-ღამე წყლისა და საკვების გარეშე გაატარა
რვა თვის ჟღალი კნუტი 17 დღე საკვებისა და წყლის გარეშე, სატვირთო კონტეინერში ცხოვრობდა. კონტეინერები ეგვიპტიდან დიდ ბრიტანეთში გემით გადაჰქონდათ.

როდესაც გემი დიდი ბრიტანეთის ნაპირს მიუახლოვდა, ტვირთის გადამზიდი კომპანიის თანაშრომლებს ერთ-ერთი კონტეინერიდან კნავილის ხმა მოესმათ, მათ ადგილობრივ ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციას მიმართეს.

Zooclub

გათავისუფლებულ კნუტს სინბადი დაარქვეს.

Zooclub

ცხოველთა დამცველების თქმით, ფაქტი უნიკალურია და კატას ძალიან გაუმართლა, რადგან საკვებისა და წყლის გარეშე ამდენი ხანი გაძლო.

Zooclub

სინბადი გადაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში. ექიმების თქმით, ის სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა, მხოლოდ მცირე სისუსტე ჰქონდა, რადგან 17 დღის განმავლობაში საკვებსა და წყალს ვერ იღებდა. ის
გააგზავნეს ბრისტონის თავშესაფარში, სადაც 4-თვიანი კარანტინის შემდეგ გაჩუქდება.

ასევე იხილეთ:

ღამურების კლინიკა

"კნუტი მეხვეწებოდა, რომ თავშესაფრიდან
წამომეყვანა"


მრავალწლიანი მონობის შემდეგ, ცირკიდან ორი ლომი გაანთავისუფლეს

manana-sh
ლიზა, არ გინდა მე შემეშველო? თერთმეტი კნუტი მყავს, შემიბრალე და ჩემგან იშვილე, გთხოვ.
ალექსანდრე კოპალიანი
აუ რალამაზი ისტორიააა ♥ უნდა მოგპაროთ. მუსა ფუსა :)
liza
ავიყვანდი სიამოვნებით
111
საყვარელი,ლამაზია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?