უსინათლო ხნიერმა კატამ სრულიად შეცვალა ერთი ბიჭის ცხოვრება (+ვიდეო)
უსინათლო ხნიერმა კატამ სრულიად შეცვალა ერთი ბიჭის ცხოვრება (+ვიდეო)
სამი წლის წინ ირლანიელმა პატრიკ კორმა უსინათლო და მოხუცი კატა ვეტ. კლინიკაში შემთხვევით ნახა. ამ კლინიკაში უპატრონო კატებს მკურნალობენ და შემდეგ თავშესაფარში გადაყავთ. მამაკაცი მაშინვე მიხვდა, რომ ცხოველი მისი საუკეთესო მეგობარი გახდებოდა.

კატამ, სახელად სტივიმ თითქმის მთელი თავისი სიცოცხლე თავშესაფარში გაატარა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის უსინათლო იყო, ასეთ კატას ხომ იშვიათად, თუ ვინმე ისურვებდა.

Zooclub

პატრიკის თქმით, მას არასოდეს უყვარდა კატები და არასოდეს უფიქრია სახლში ოთხფეხა მეგობარი ჰყოლოდა, თუმცა, მოხუცმა და უსინათლო კატამ მისი გულის მოგება შეძლო.

Zooclub

"სტივი არაფრით გამოირჩევა სხვა
კატებისგან. ის უსიანთლოა, თუმცა,
სრულფასოვანი ცხოველია. უხარია, თამაშობს, ცელქობს და სითბოს მჩუქნის ისევე, როგორც სხვა სრულფასოვანი შინაური ბინადრები. მას აუცილებლად სჭირდებოდა მზრუნველი პატრონი, ამიტომ გადავწყვიტე თავშესაფრიდან წმომეყვანა. წარმოიდგინეთ, მან წლები გაატარა გალიაში, რადგან არავის უნდოდა უსინათლო და ხნიერი კატა ჰყოლოდა."-ამბობს კატის პატრონი.

Zooclub

პატრიკმა თავისი სახლი ისე მოაწყო, რომ უსინათლო კატისთვის კომფორტული ყოფილიყო. მაგალითად, პატრონი ცდილობს, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე იყოს.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

უსინათლო ძაღლმა გოგონა სიკვდილსგან იხსნა

უსინათლო ძაღლის, ერთგული მეგობარი კატა

ტყეში დაკარგული უსინათლო ძაღლი 40 გრადუს ყინვას გადაურჩა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?