error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/05b16ec877434f8947edeb8a5a8c62f2.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?
რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?
ყველაზე გავრცელებული შინაური ბინადარი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, არის კატა. თუ ამ ცხოველმა ადამიანის ნდობა მოიპოვა, მისი პირადი "მკურნალი" ხდება. ის წვება პატრონის მტკივნეულ ადგილზე, კრუტუნებს, ათბობს თავისი სხეულით და ტკივილი ნელ-ნელა ქრება. 

სტატისტიკურად, ის ადამიანები, ვისაც სახლში კატა ჰყავს, 5-ჯერ ნაკლებად აკითხავენ ექიმს, ვიდრე ისინი, ვისაც სახლში ეს ცხოველი არ ჰყავს.

გულის მიდამოებში ჩხვლეტა-ტკივილი

არა ერთი ფაქტი ყოფილა, როდესაც კატას ადამიანი გადაურჩენია გულის შეტევისა და ჰიპერტონული კრიზისგან. ამ ცხოველს შეუძლია წინასწარ მიხვდეს და ანიშნოს პატრონს მოსალოდნელი კრიზი. ადამიანის, რომელმაც
ინფარქტი გადაიტანა და მის სახლში კატა ცხოვრობს, შეტევის განმეორების რისკი ძალიან დაბალია. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას

კატის მოფერება სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. მოკლებეწვიანი ან უბეწვო კატებს (სფინქსი, სიამის, ობისინიური, ეგვიპტური მაუ და ა.შ.) სხვა ჯიშებთან შედარებით, მეტად ეფექტურად შეუძლიათ პატრონის მკურნალობა ნაწლავური პრობლემების დროს.

სტრესი და დაღლილობა

კატას შეუძლია გაგანთავისუფლოთ დაღლილობის, დაბალი წნევისა და სტრესის დროს, ასევე შეუძლია თქვენი პულსის დარეგულირებაც. საუკეთესო "ფსიქოთერაპევტები" და "ნევროპათოლოგები" არიან გრძელბეწვიანი კატები- ანგორა, სპარსული, ბირმული და ა.შ.
უფრო მეტად, შავი კატა იღებს ადამიანისგან უარყოფით ენერგიას, ვიდრე სხვა ფერის კატები. წითურ კატებს შეუძლიათ ადამიანი დადებითი ენერგიით დამუხტონ. ნაცრისფერი კატა ადამიანს ამშვიდებს, ხოლო თეთრები ტკივილის დროს საუკეთესო ექიმები არიან.

იმუნური სისტემის ასამაღლებლად

თუ ყოველდღიურად მოუსმენთ კატის კრუტუნს, რომელსაც 4-16 ჰერცია, ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს იმუნიტეტზე. მკვლევრები თვლიან, რომ კატის კრუტუნი იგივეა, რაც ულტრაბგერითი მკურნალობა, რომელიც აჩქარებს ჭრილობის შეხორცებასა და ამკვრივებს ძვლებს. სპარსული ჯიშის კატას შეუძლია ადამიანი გაათავისუფლოს ოსტეოხონდროზისგან გამოწვეული ტკივილებისგან.

სიცოცხლის ხანგრძლივობა

მეცნიერები იკვლევენ კავშირს კატის ზემოქმედებას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან მიმართებაში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე კატა ჰყავს სახლში, ცოცხლობს 10,3 წლით მეტს, ვიდრე  ის, რომელსაც არ ჰყავს. კვლევისას დადგინდა, რომ კატის მფლობელებს ბევრად კარგად აქვთ მოწყობილი სისხლის მოქმედება, ხოლესტერინის დონე კი, საკმაოდ დაბალი აქვთ.

კატა, როგორც ენერგოინფორმაციის ხელსაწყო

მეცნიერები თვლიან, რომ კატა ენეგოინფორმაციის ცოცხალი ხელსაწყოა. მათი აზრით, თუ კატა ხშირად წვება პატრონის თავზე, ეს ადამიანი შესაძლოა იყოს გიპერტონიკი ან მიდრეკილი თავის ტკივილისკენ. თუ კატა ადამიანის მარცხენა მხარზე წვება, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს გულის პრობლემებზე. თუ კატა წვება პატრონის წელთან მიკრული, ეს მიანიშნებს თირკმლის პრობლემებზე, ხოლო თუ ცხოველი ადამიანის ფეხებზე წევს, შესაძლოა ვიგულისხმოთ დაბალი წნევები ან პატრონის იოლად გაციება.

ასევე იხილეთ:

შინაური ბინადრების სიყვარული წონაში დაკლების სტიმულს აძლიერებს

5 სახეობის ცხოველი, რომელიც ადამიანს მკურნალობს

რომელი მცენარეა საშიში თქვენი ბინადრისთვის

- alisas
ოღონდაცა, რაა... :))))
levani
გამოუშვით კატები აბებში
katebi ar miqvars mara simartle simartlea
წაკითხული მაქვს რომ კატები ყველა დაავადებას კურნავენ თუ რა ტქმა უნდა უყვარხარ სენს დაავადებას ტავზე იღებს და გკურნავს
fio-fiso
ეხლა სამსახურში ვარ, ერთი სული მაქვს სახლში დროზე მივიდე, რომ ენერგიით ავივსო და ჩემს განუმეორებელ ფისოებს ჩავეხუტოოოოოოოოოო, როგორ მელოდებიან არ იცით?? ჩასაფრებეულები, რავქნა ძალიან მიყვარნან კატუშებიც და ცუგრებიც, მართლაც მკურნალები და მოალერსეები არიან.
lali
ზოგიერთი ურწმუნო მართლა ვერაფერს ხვდება და რაღას კითხულობს ამ სტატიებს მაინც და წერს გაუგებარ კომენტარებს. ფისოები მართლა ძალიან დადებითი და საყვარელი ცხოველები არიან, მე 4 ფისო მყავდა ერთად, ეხლა აღარ მყავს არცერთი და ძალიან მინდა ისევ მოვიყვანო ეს საყვარელი არსება, მაგრამ სახლში მარტო ვცხოვობ, ხშირად მიწევს წასვლა და დატოვება არის ხოლმე პრობლემა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?