რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?
რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?
ყველაზე გავრცელებული შინაური ბინადარი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, არის კატა. თუ ამ ცხოველმა ადამიანის ნდობა მოიპოვა, მისი პირადი "მკურნალი" ხდება. ის წვება პატრონის მტკივნეულ ადგილზე, კრუტუნებს, ათბობს თავისი სხეულით და ტკივილი ნელ-ნელა ქრება. 

სტატისტიკურად, ის ადამიანები, ვისაც სახლში კატა ჰყავს, 5-ჯერ ნაკლებად აკითხავენ ექიმს, ვიდრე ისინი, ვისაც სახლში ეს ცხოველი არ ჰყავს.

გულის მიდამოებში ჩხვლეტა-ტკივილი

არა ერთი ფაქტი ყოფილა, როდესაც კატას ადამიანი გადაურჩენია გულის შეტევისა და ჰიპერტონული კრიზისგან. ამ ცხოველს შეუძლია წინასწარ მიხვდეს და ანიშნოს პატრონს მოსალოდნელი კრიზი. ადამიანის, რომელმაც
ინფარქტი გადაიტანა და მის სახლში კატა ცხოვრობს, შეტევის განმეორების რისკი ძალიან დაბალია. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას

კატის მოფერება სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. მოკლებეწვიანი ან უბეწვო კატებს (სფინქსი, სიამის, ობისინიური, ეგვიპტური მაუ და ა.შ.) სხვა ჯიშებთან შედარებით, მეტად ეფექტურად შეუძლიათ პატრონის მკურნალობა ნაწლავური პრობლემების დროს.

სტრესი და დაღლილობა

კატას შეუძლია გაგანთავისუფლოთ დაღლილობის, დაბალი წნევისა და სტრესის დროს, ასევე შეუძლია თქვენი პულსის დარეგულირებაც. საუკეთესო "ფსიქოთერაპევტები" და "ნევროპათოლოგები" არიან გრძელბეწვიანი კატები- ანგორა, სპარსული, ბირმული და ა.შ.
უფრო მეტად, შავი კატა იღებს ადამიანისგან უარყოფით ენერგიას, ვიდრე სხვა ფერის კატები. წითურ კატებს შეუძლიათ ადამიანი დადებითი ენერგიით დამუხტონ. ნაცრისფერი კატა ადამიანს ამშვიდებს, ხოლო თეთრები ტკივილის დროს საუკეთესო ექიმები არიან.

იმუნური სისტემის ასამაღლებლად

თუ ყოველდღიურად მოუსმენთ კატის კრუტუნს, რომელსაც 4-16 ჰერცია, ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს იმუნიტეტზე. მკვლევრები თვლიან, რომ კატის კრუტუნი იგივეა, რაც ულტრაბგერითი მკურნალობა, რომელიც აჩქარებს ჭრილობის შეხორცებასა და ამკვრივებს ძვლებს. სპარსული ჯიშის კატას შეუძლია ადამიანი გაათავისუფლოს ოსტეოხონდროზისგან გამოწვეული ტკივილებისგან.

სიცოცხლის ხანგრძლივობა

მეცნიერები იკვლევენ კავშირს კატის ზემოქმედებას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან მიმართებაში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე კატა ჰყავს სახლში, ცოცხლობს 10,3 წლით მეტს, ვიდრე  ის, რომელსაც არ ჰყავს. კვლევისას დადგინდა, რომ კატის მფლობელებს ბევრად კარგად აქვთ მოწყობილი სისხლის მოქმედება, ხოლესტერინის დონე კი, საკმაოდ დაბალი აქვთ.

კატა, როგორც ენერგოინფორმაციის ხელსაწყო

მეცნიერები თვლიან, რომ კატა ენეგოინფორმაციის ცოცხალი ხელსაწყოა. მათი აზრით, თუ კატა ხშირად წვება პატრონის თავზე, ეს ადამიანი შესაძლოა იყოს გიპერტონიკი ან მიდრეკილი თავის ტკივილისკენ. თუ კატა ადამიანის მარცხენა მხარზე წვება, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს გულის პრობლემებზე. თუ კატა წვება პატრონის წელთან მიკრული, ეს მიანიშნებს თირკმლის პრობლემებზე, ხოლო თუ ცხოველი ადამიანის ფეხებზე წევს, შესაძლოა ვიგულისხმოთ დაბალი წნევები ან პატრონის იოლად გაციება.

ასევე იხილეთ:

შინაური ბინადრების სიყვარული წონაში დაკლების სტიმულს აძლიერებს

5 სახეობის ცხოველი, რომელიც ადამიანს მკურნალობს

რომელი მცენარეა საშიში თქვენი ბინადრისთვის

alisa
ჩემი კატა უკვე 10 წლისაა, არაჩვეულებრივად ესმის ოჯახის ყველა წევრის ენა, ჩვენაც გვესმის მისი ემოციები მიმიკების მიხედვით, ცხოვრობს ადამიანივით, მას რომ ვინმემ მიახვედროს შენ კატა ხარო, შეიძლება თავი მოიკლას))) მას ჰგონია თითონაც ადამიანია))) უყურებს ტელევიზორს, რაზედაც აქვს საოცარი რეაქციები. წინასწარ გრძნობს ოჯახის წევრების მოსვლას და ელოდება კარებთან. მოკლედ ბევრი გასაოცარი თვისება აქვს. მკურნალობს საუკეთესოდ, მართლაც. ჩვენს კატას მთელი ქალაქი იცნობს))) ოღონდაც მართლა :)
მარინოლა
ცხოველები ძალიან მიყვარს,მაგრამ სახლში ძნელია მათი ყოლა,მაგრამ ისე მოხდა,რომ ჩემს შვილს ჭკუა ეკეტება კატებზე და მოიყვანა კატა,დისკომფორტი შემექმნა,აივანი არ აქვს ბინას,მაგრამ შვილის სიყვარულმა ყველაფერს სძლია,როცა ვხედავ რა ბედნიერია,ნელ-ნელა მეც მივეჩვიე და მიუხედავად იმისა,რომ ამ ,,საძაგელმა''ფისუნიამ სახლში ყველაფერი დაკაწრა და გამიპარტახა,მეც შემაყვარა თავი,შვებულების 10 დღეც კი შევწირე,სანამ ჩემი შვილი დაბრუნდებოდა შვებულებიდან,მე დავიტოვე,ეხლა ერთი სული მაქვს სახლში მივიდე და მოვეფერო,თავადაც ძალიან ვუყვარვარ და მეთამაშება!
voe-s
რომელ მეკატეს შევეკითხოთ? თქვენ გგონიათ აქ ზედაპირულად ვთარგმნით და ჩვენ არანაირი გამოცდილება არ გვაქვს? ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ სახლში 7 კატა მყავს. პატივისცემით ადმინი
მარინა
მართალია მეც მყავს კატა,როცა ცუდად ვარ ჩემს გვერდით დაწვება გრძნობს ისეთი ჭკვიანია ზოგჯერ ვფიქრობ ადამიანები ნეტა ყველა იყოს ასეთი კეთილი
voe-s
ეს რომ გაიგო კატები უნდა გიყვარდეს, თუ კატა გყავს მაგრამ სთანადოდ არ ექცევი, ის არასდრო ,,გიმკურნალებს". მე სახლში მყავს კატა და კნუტები, რომლებიც ძალიან გვიყვარს. ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს არ ვიცი როგორ იგებენ, ოდნავ წამოსტკივდება თუ არა თირკმელი, მაშინვე წელზე შემოეხვევიან და სანამ არ გაუვლის ტკივილი არ შორდებიან. მე თვითონაც ძალიან მიკვირს როგორ იგებენ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?