მაგალითად, ეს კნუტი სტამბოლის ქუჩებში ცხოვრობდა და ჭრილობებზე, რომლებიც ყურებსა და ცხვირზე ჰქონდა, უკვე პატარა მატლები გაუჩნდა. მის ახლოს ყოველ დღე უამრავი ადამიანი დადიოდა, მაგრამ არც ერთი დაფიქრებულა იმაზე, რომ საწყალ ცხოველს დახმარებოდა.
ამ კნუტის სიცოცხლე ჯოჯოხეთს ჰგავდა მანამ, სანამ ეს 7 წლის გოგონა არ გამოჩნდა. მას შეეცოდა ცხოველი და გადაწყვიტა, ეზრუნა კნუტზე.
მოვლისა და მზრუნველობის შედეგად, ცხოველმა თანდათან ძალა მოიკრიბა.
გოგონას მამა ექიმად მუშაობს და იგი დაეხმარა კნუტის მკურნალობაში. მას მრავალი ჭრილობის მატლებისგან გასუფთავება და გაკერვა მოუწია. იმუნიტეტის გასაძიერებლად რძეს ასმევდა.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანებმა დაუშვეს ის, რომ კნუტი ასეთ საშინელ მდგომარეობამდე მისულიყო. გოგონას ცხოველისადმი სიყვარული და ყურადღება ქების ღირსია.
ორიოდე კვირის გასვლის შემდეგ უკვე საოცარი შედეგი შეიმჩნეოდა. ჭრილობები შეხორცდა, ბეწვი ამოუვიდა. ის ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა.
ეს გოგონა არასოდეს აღარ დაუშვებს, რომ კნუტს რაიმე დაუშავდეს. ცხოველს ახლა უკვე საუკეთესო და საოცნებო პატრონი ჰყავს.
აიღეთ მაგალითი ამ გოგონასგან, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს. მისი ქცევა ყველა ჩვენთაგანისთვის მაგალითი უნდა იყოს და ჩაგვაფიქროს იმაზე - ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისათვის, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.