კატა 10 დღე ელოდებოდა მეგობარს, როცა ის დაბრუნდა... (+ვიდეო)
კატა 10 დღე ელოდებოდა მეგობარს, როცა ის დაბრუნდა... (+ვიდეო)
ადამიანების უმეტესობას უკვირთ, როდესაც კატისა და ძაღლის მეგობრობის ამბავს იგებენ, თუმცა, ეს რეალობაა. არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ძაღლი კატას იცავს, ერთმანეთთან განშორებას განიცდიან და ა.შ. 

კატა, სახელად ჯასპერი და ძაღლი ბოო ერთ ოჯახში იზრდებიან. ჯასპერი ყოველთვის თან დაყვებოდა ბოოს. ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ, თუმცა, ძაღლი ავად გახდა და 10 დღე ვეტერინარულ კლინიკაში  სამკურნალოდ მოათავსეს. ჯასპერი ძალიან განიცდიდა მარტო ყოფნას, მაგრამ როცა ბოო დაბრუნდა კატა იმდენად გახარებული იყო, რომ ადამიანივით ჩაეხუტა მას. 

"ძალიან განიცდიდა ჯასპერი, თუმცა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათი შეხვედრა ასეთი
ემოციური იქნებოდა."- ამბობს ცხოველების პატრონი.

იხილეთ ვიდეო, როგორ შეხვდა 10-დღიანი განშორების შემდეგ თავის მეგობარს მონატრებული კატა.


ასევე იხილეთ:

უსინათლო ძაღლის, ერთგული მეგობარი კატა

ჯუნგლებში გაშვებული გორილები, 10 წლის შემდეგ, მომვლელს შეხვდნენ

რა გააკეთა კატამ, როდესაც გარდაცვლილი მეგობრის ხელნაკეთი ფიგურა დაინახა?
ტეგები
liza
საყვარლები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?