ტელეფონის ახალი აპლიკაცია, თქვენს ნათქვამს კატას თავის ენაზე უთარგმნის
ტელეფონის ახალი აპლიკაცია, თქვენს ნათქვამს კატას თავის ენაზე უთარგმნის
პატრონი ხშირად ხვდება, როდის რა სურს მის ოთხფეხა ბინადარს, თუმცა, არა ყოველთვის. კატის პატრონების უმეტესობამ აღიარა, რომ ისინი ხშირად ელაპარაკებიან თავიანთ ოთხფეხა ბინადრებს. გასაკვირი არაფერია, კატა ხომ ცოცხალი არსებაა?! 

როდესაც კატა მშიერია, იწყებს კნავილს პატრონის მისამართით და არ ჩერდება, სანამ მისი სურვილი დაკმაყოფილებული არ იქნება.

დღეს უკვე შესაძლებელია თქვენს ოთხფეხა ბინადარს უპასუხოთ მისთვის გასაგებ ენაზე. ამის გააკეთებთ ტელეფონის ახალი ფუნქციით: Human to Cat Translator-ით არის შესაძლებელი, რომელიც  Android-ისა და iPhone -ის მომხმარებელთათვის სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ეს აპლიკაცია ოთხფეხა ბინადარს, მისთვის გასაგებ
ენაზე, თქვენს სიტყვებს გადაუთარგმნის. 

პროდუქტი შეიქმნა კატების ქცევის კორექციის სპეციალისტების დახმარებით.
აპლიკაცია დატესტეს კატებთან, რაც წარმატებული
აღმოჩნდა, თუმცა, მასში სიტყვების რაოდენობა განსაზღვრულია.

იმისათვის, რომ თავად დარწმუნდეთ, შეგიძლიათ ტელეფონში გადმოწეროთ Human to Cat Translator-ი და თავად შეამოწმოთ.


ასევე იხილეთ:

მოვეფეროთ, თუ არა კატას

პატრონებისგან გათამამებული კატები

რა უპირატესობა აქვს ცხოველისთვის ჩიპის ჩადგმას
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?