1 მარტი - კატების საერთაშორისო დღე
1 მარტი - კატების საერთაშორისო დღე
კატების მიმართ სიყვარული მსოფლიოში იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მათი პატრონები უბრალოდ ვერაფერს გახდნენ თავიანთი საყვარელი ცხოველების სპეციალური დღესასწაულის გარეშე. საბოლოოდ, ყოველ წელს, 1 მარტს ბევრ ქვეყანაში კატების საერთაშორისო დღე  დაწესდა.

ამ დღის აღნიშნვნის ტრადიცია სტიქიურად წარმოიშვა და მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კატების საერთაშორისო დღესასწაული ოფიციალურად არსად არ არის დამტკიცებული, ეს არ უშლის ხელს ამ ცხოველების მოყვარულებს პატივი სცენ თავიანთ ბინადრებს.

დღესასწაულის პოპულარობა, პირველ რიგში, იმით აიხნება, რომ კატები ოდითგანვე იყვნენ და რჩებიან მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ შინაურ ცხოველებად. დედამიწის მცხოვრებთა დაახლოებით
80%-ს სახლში შინაური ცხოველი ჰყავს და მათგან ნახევარზე მეტმა არჩევანი სწორედ კატებზე შეაჩერა.


როგორ აღნიშნავენ
კატების საერთაშორისო დღეს?


ამ დღესასწაულს სხვადასხვა სახელმწიფოში კატების პატრონები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. თუმცა, ყველაზე მეტად კატებს პატივს სცემენ და უყვართ მთლიანად ევროპაში და კერძოდ, დიდ ბრიტანეთში. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ინგლისში ერთმა კატამ 10 000 ტონა ხორბალი გადაარჩინა, ხოლო რამოდენიმე ათეული ცხოველი ბრიტანეთის მუზეუმში ოფიციალურად იცავს თაგვებისგან რელიქვიებს. როდესაც კატების საერთაშორისო დღესასწაული დგება, "სახელმწიფო სამსახურში" მყოფ ცხოველებს ყველანაირად ანებივრებენ, განსაკუთრებით საუკეთესო კატებს, დელიკატესებით. გარდა ამისა, კატებს უკერავენ სპეციალურ "ფორმებს" და უწყობენ მოხერხებულ სახლებს.

შემდეგი ქვეყანა ავსტრიაა, სადაც კატების საერთაშორისო დღეს სპეციალური პრემია დააწესეს: ყოველ კატას, რომელიც რამოდენიმე წლის მანძილზე იცავს საწყობებს თაგვებისგან, ეკუთვნის პენსია მთელი სიცოცხლის მანძილზე. კატას პენსია ეძლევა რძის, ბულიონისა და ხორცის სახით.

ჩინეთში 1 მარტს, როგორც კატების საერთაშორისო დღეს, ყველგან არ აღნიშნავენ. თუმცა, ჩინელებმა ამ დღის საპატივცემულოდ ეს ცხოველები, კანონის დონეზე, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აიყვანეს. ადრე ჩინეთში კატებს ხშირად საკვებად იყენებდნენ, მაგრამ ახლა, ახალი კანონის თანახმად, ყველას, ვინც ამას გააკეთებს, სოლიდურ ჯარიმასთან ერთად, 15 დღიანი ციხეც ემუქრება.

ამასთან, კატებს საერთაშორისო დღესასწაულს საუკეთესო პირობების შექმნით "ულოცავენ". სხვადასხვა ქვეყანაში კატების გასასეირნებელი პარკები და კატების სპეციალური მაღაზიები იქმნება, მათთვის ტანსაცმლის კოლექციებს კერავენ (ხშირად ამ საქმეს მსოფლიოს სახელგანთქმული დიზაინერები კიდებენ ხელს) და სპეციალურ სათამაშოებსა და მათი გაწვრთნისთვის საჭირო ნივთებს აწარმოებენ. ასევე იქმნება კაფე და "კატების სასტუმრო", სადაც ეს კრუტუნა არსებები შეგიძლიათ დიდ კომფორტში ამყოფოთ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?