რა გააკეთა კატამ, როდესაც გარდაცვლილი მეგობრის ხელნაკეთი ფიგურა დაინახა?
რა გააკეთა კატამ, როდესაც გარდაცვლილი მეგობრის ხელნაკეთი  ფიგურა დაინახა?
პატრონებსა და შინაურ ბინადრებს შორის მართლაც, რომ არსებობს მჭიდრო, უხილავი კავშირი.  ერთგული ცხოველის დაღუპვა მხოლოდ მფლობელს არ აგდებს სტრესში და დეპრესიაში. 

იმ შემთხვევაში, თუ ორი სრულიად გნსხვავებული ცხოველი ერთად იზრდება, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთის დაკარგვით, მეორეც დარდით მალევე დაღუპულა. 

ეს ისტორიაც კატისა და ძაღლის ერთგულ მეგობრობაზეა. 

ისინი ერთად გაიზარდნენ, ერთად იკვებებოდნენ, ერთად ეძინათ და მთელ დროს ერთად ატარებდნენ. როდესაც ძაღლი მძიმე სენით გარდაიცვალა, კატამ ძალიან განიცადა.

"ვგრძნობდი, რომ მის სულში სიცარიელე იყო. მისი თვალებიც უსიცოცხლო გახდა. ყველანაირად ვცდილობდი  დარდი შემემსუბუქებინა,
თუმცა, ის დღემდე განიცდის თავისი ერთგული მეგობრის დაკარგვას."- ამბობს პატრონი. 

რამდენიმე თვის შემდეგ, პატრონმა შემთხვევით
მაღაზიაში ნახა პატარა ქანდაკება, რომელიც თავის გარდაცვლილ ძაღლს მიამსგავსა. მან იყიდა ხელნაკეტი ფიგურა და სახლში საპატიო ადგილზე დადო, თან მისი ყოფილი ძაღლის ყელსაბამიც გაუკეთა.

როდესაც კატამ ოთახში ეს პატარა ძეგლი შეამჩნია, ერთგული მეგობრის ყელსაბამით, მისი რეაქცია პატრონისთვის წარმოუდგენელი იყო.

"იმ დროს, როცა ოთახში შევედი, დავინახე, როგორ თბილად ეხვეოდა და თავს ადებდა ჩემი კატა ძაღლის ფიგურას."- ამბობს პატრონი.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად განსხვავებული ცხოველები იყვნენ და ზოგჯერ კატებს და ძაღლებს ერთმანეთის მტრებადაც მოიხსენიებენ, ამ კატას ძალიან უყვარდა თავისი მეგობარი.

არა ერთ ადამიანს გონია, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ გლოვა, თუმცა,  სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს მითია და ისინი იმაზე მეტად განიცდიან მეგობრის დაკარგვას, ვიდრე ადამიანები თავისი ოჯახის წევრის დაღუპვას.

ასევე იხილეთ:

როგორ მოიქცა პატრონი, როდესაც კატამ საუკეთესო მეგობარი დაკარგა

კისი და შედოუ – საუკეთესო მეგობრები

"ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება.."

liza
ორი კატა მყავდა და ერთი ძაღლი, პირველი კატა 19 წლის იყო და როდესაც კვდებოდა ექიმთან წავიყვანე, მეგონა რაიმეს უშველიდნენ, მის გარეშე რომ დავბრუნდი სახლში ორივე, ძაღლი და კატა დაჯდნენ იატაკზე და შემომყურებდნენ თითქოს მეკითხებოდნენ თვალებით ის სად არისო? არ ინძრეოდნენ კაი ხანი უბრალოდ მიყურებდნენ.
liliko-liliko
საოცარი ერგულება და სიყვარული რომ იციან ცხოველებმა ეს საკამათო თემა არაა,თუ გიყვარს ცხოველები და მათთან ურთიერთობის გამოცდილება გაქვთ ამაში დამეთანხმებით.ბავშობაში მყავდა ავჩალკა რომელიც ვიპოვეთ,სახში გვყავდა მეძებარი ძაღლიც რომელსაც ძალიან დაუმეგობრდა,რამდენიმე წლის შემდეგ მეძებარს მანქანამ დაარტყა და გარდაიცვალა მისი დაღუპვის შემდეგ ავჩალკამ ჭამა შეწყვიტა და ორ კვირაში სახლიდან წავიდა. სამი დღის ძებნის შემდეგ სოფლის ზევით ტყეში გარდაცვლილი ვიპოვეთ,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?