"კნუტი მეხვეწებოდა, რომ თავშესაფრიდან წამომეყვანა" (+ვიდეო)
"კნუტი მეხვეწებოდა, რომ თავშესაფრიდან წამომეყვანა" (+ვიდეო)
ტაიგერი პატარა უმწეო კნუტია, რომელიც ქუჩიდან თავშესაფარში მოხვდა, თუმცა, თავისუფლებას მიჩვეული ცხოველი გისოსებში ყოფნას ძალიან განიცდიდა. 
"როდესაც ადამიანები მოდიოდნენ კნუტის ან კატის ასაყვანად, ტაიგერი ყველას ეხვეწებოდა, რომ ის აერჩიათ. ამას მისი გამოხედვისა და კნავილის დროს მიხვდებოდით. მეც ძალიან განვიცდიდი მის მდგომარეობას."- ამბობს თავშესაფრის თანამშრომელი.

ტაიგერის თავშესაფარში ბინადრობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მოვიდა მამაკაცი, რომელსაც სახლში უკვე ყავდა კატა, თუმცა, სურვილი ქონდა, კნუტიც აეყვანა.

ტაიგერი მას ჩვეული კნავილითა და უსუსური თვალებით მიეგება.

იხილეთ ვიდეო

"მისი თვალები და გამომეტყველება ისე მთხოვდა სახლში წამეყვანა, არ
შემეძლო მის გალიასთან გულგრილად ჩამევლო. ახლა ჩემი კნუტი ტაიგერი ჩემთან ერთად არის და ჩემს კალთაზე
მშვიდად სძინავს."- ამბობს კნუტის ახალი პატრონი, რომელმაც YouTube -ზე ტაიგერის ვიდეო განათავსა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ვინ შეცვალა აუტიზმით დაავადებული ბავშვის ცხოვრება

არავის ეგონა, რომ ეს საოცარი კნუტი ასეთი მებრძოლი იქნებოდა

როგორ მოიქცა პატრონი, როდესაც კატამ საუკეთესო მეგობარი დაკარგა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?