ბუდისტური მონასტერი ბირმაში - მფრინავი კატების სავანე
ბუდისტური მონასტერი ბირმაში - მფრინავი კატების სავანე
ხმა ბუდისტურ მონასტერზე, სადაც მფრინავი და მოცურავე კატები ცხოვრობენ, პატარა სოფლიდან შორს გავრცელდა. დღესდღეობით კი, მთელი მსოფლიოდან უამრავი ცნობისმოყვარე ჩადის ამ კატების სანახავად.
შორეულ ბუდისტურ მონასტრებში მცხოვრები ბერების მიმართ ევროპელები ყოველთვის გარკვეული სიფრთხილით არიან განწყობილნი. თუმცა, ყველას შეუძლია იტრაბახოს, რომ თუნდაც ერთხელ უნახავთ სწორედ ეს ბერები. მათ ზებუნებრივ შესაძლებლობებზე წარმოუდგენელი ლეგენდები დადის. რას არ მიაწერენ ხოლმე თავგადაპარსულ ასკეტებს.

Zooclub

ამბობენ, რომ მათ უამრავი დღე შეუძლიათ, გაძლონ საკვებისა  და ძილის გარეშე. იმასაც ამბობენ, რომ ისინი გარდაცვლილსაც აცოცხლებენ. ორთაბრძოლების ხელოვნებაზე, რომელიც ჩინეთის მონასტრებში ჩაისახა
ყველას სმენია. მაგრამ თავად ჩინელებს, ათწლეულების წინ, ტიბეტში ომი თავს დაატყდათ. ტიბეტელებმა მტერს მფრინავი ბერების ჯარი დაუპირისპირეს.
ამბობდნენ, რომ ბერებს მართლაც შეეძლოთ ზევით აფრენა ხელჩართული ბრძოლის დროს. თუმცა, მტრის ავიაციის წინააღმდეგ, ისინი მაინც ვერაფერს გახდნენ.

ჩვეულებრივ, ბუდისტი ბერები მშვიდობიანები არიან. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მონასტერი თითქმის ყველა სოფელშია, სადაც მდიდარ მოსავალზე და ჯანმრთელობაზე ლოცულობენ. ამის გამო, გლეხებს ბერებისთვის საჩუქრები მიაქვთ. ხშირად - ბრინჯი, თევზი, ბოსტნეული. თუმცა, ერთხელ ბირმის მონასტრის წინამძღვარს, ნგა ფე ჩანდს პატარა ზოლიანი კნუტი მიუყვანეს. წინამძღვარი გაოცდა, მაგრამ ცხოველი დაიტოვა. მას შემდეგ, კატა ბერს ჩრდილივით სულ თან დასდევდა და მკაცრად იცავდა მონასტრის რეჟიმს.

Zooclub

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც წინამძღვარი ბუდას ოქროს ქანდაკების წინ “ლოტოსის” პოზაში მედიტირებდა, კატამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, პატრონისთვის მხარი აება და მის მუხლებზე გორგალივით მოხვეული მოკალათდა. წინამძღვარმა კატას დასაფრთხობად ხელი აუქნია. მოულოდნელად კატა მაღლა აფრინდა, ჰაერში რამოდენიმე წამით თითქოს დაეკიდა, შემდეგ კი რბილად დაეშვა უკან, წინამძღვრის მუხლებზე. წინამძღვარი გაოგნებული დარჩა.

ფიქრის შემდეგ კი, მან ეს საქციელი ბუდას ნიშნად მიიღო. ჩათვალა, რომ კატა მონასტერში უმიზეზოდ არ გაჩნდა და ეს მათ წარმატებას და კეთილდღეობას აუწყებდა. მეორე დღეს, ლოცვის შემდეგ, ბერი ტბის პირას გავიდა და კატა მაღლა აისროლა. კატა ჰაერში რამოდენიმეჯერ ამოტრიალდა, ჩავარდა წყალში და გაცურა. წინამძღვარმა კატა მაშინვე მონასტერში წაიყვანა.

მალე მონასტერში კატების რიცხვი გაიზარდა. მათთან ერთად - მონასტრის მდგომარეობაც, ასევე მისი ავტორიტეტი და შემოსავალიც.

Zooclub

ახლა მონასტერი ისე ყვავის, როგორც არასდროს. სტუმრები ბერებს შესაწირს უტოვებენ. მნიშნელოვანია ასევე ის, რომ ამ მონასტერში ახალი ბერები მოდიან, რაც ბოლო დროს საკმაოდ იშვიათია. ტურისტების გულის მოსაგებად, მონასტერში ზოგ კნუტს პოპულარული ბირმელი მსახიობების სახელები დაარქვეს: ხტეტ მოუ დოუ, მიო ტან დარ ხტუნ, იე კოკო. ხოლო საუკეთესო “აკრობატს” მადონა ჰქვია.

ცხოველები აქ მკაცრად იცავენ მონასტრის შინაგანაწესს. იღვიძებენ პატრონებთან ერთად დილის 3 საათზე. სანამ ბერები ლოცულობენ, კატები ჩუმად წვებიან ბუდას ოქროს ქანდაკებასთან. ამას მოჰყვება მსუბუქი საუზმე და დღის 11 საათამდე კვლავ კატებთან ერთად ლოცულობენ და მედიტირებენ. 

Zooclub

წარმოდგენა, რომლის სანახავად უამრავი ხალხი იყრის თავს, ზუსტად 5 საათზე იწყება. ისმის მოკლე ბრძანება: “ხონ!” და კატები ფრინდებიან ზემოთ. ისინი მიწის ზევით ეკიდებიან, ფრენისას მალაყს გადადიან, ხტებიან ვიწრო რგოლებში და ცურავენ ტბაში. როგორ შეძლეს ბერებმა მათთვის ამის სწავლება საიდუმლოა.

პასუხი ამაზე ერთადერთია - ასე სურს ბუდას. დაისთნ ერთად, მონასტერში კვლავ სიჩუმე ისადგურებს. ბერები საღამოს ლოცვას იწყებენ და კატები ისევ ახლომახლო მოიკალათებენ ხოლმე. ისინი გაუნძრევლად წვანან. მათი მზერა მონასტრის ბნელ სიღრმეს არის მიპყრობილი. გაოგნებული მაყურებლები სოფელს ტოვებენ და თან მიაქვთ ლეგენდა ბირმის ბუდისტურ მონასტერზე - ლეგენდა მფრინავ კატებზე.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?