"ქეთფეინთინგი" - ხელოვნების ერთ-ერთი ფორმა, თუ ცხოველებისადმი უდიერად მოპყრობა? (+ფოტო)
"ქეთფეინთინგი" - ხელოვნების ერთ-ერთი ფორმა, თუ ცხოველებისადმი უდიერად მოპყრობა? (+ფოტო)
"თუ არ მოგწონთ თქვენი კატის ფერი, უბრალოდ შეღებეთ ის", -  მხატვარმა ჰიზერ ბუშმა და მწერალმა ბერტონ სილვერმა ასეთი თამამი განცხადება გააკეთეს. მათ 1994 წელს გამოსცეს წიგნი შეღებილი კატების ფოტოებით.

იდეამ საზოგადოებაში დიდი ხმაური გამოიწვია, ხოლო წიგნის ილუსტრაციები დღემდე სოცქსელებშია და აღშფოთებულთა თუ მომწონებელთა ძალიან განსხვავებულ რეაქციასა და კამათს იწვევს.

მოგვიანებით, სკანდალური წიგნის ავტორები გამოტყდნენ, რომ წიგნის ფურცლებზე ასახული არც ერთი ცხოველი არ დაზიანებულა და მათ შეღებვასთან დაკავშირებული მთელი სამუშაო თავად გააკეთეს ფოტოშოპში.

თუმცა, აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებსაც კატების წარმოუდგენელ ფერებში
შეღებვის იდეა მოეწონათ. დღეს "ქეთფეინთინგი" კატების მდიდარი პატრონებისთვის სრულიად რეალური, ახალი მოდის, ექსცენტრიული და ძვირი გართობაა.

იხილეთ
ფოტოგალერეა
nini
ასეთ პატრონს საერთოდ უნდა ჩამოერთვას ცხოველის ყოლის უფლება,არაა ღირსი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?