ავტობუსის სახურავზე მჯდომმა კატამ 50 კილომეტრი გაიარა
ავტობუსის სახურავზე მჯდომმა კატამ 50 კილომეტრი გაიარა
უცნაური კატა, ქალაქში, რამოდენიმე საათის განმავლობაში, ავტობუსის სახურავზე მჯდარი სეირნობდა. ვორონეჟში მომხდარი ცხოველის გადარჩენის გაუგონარი ისტორია სოცქსელის მომხმარებელმა მოყვა. ფუმფულა არსება სახურავიდან ჩამოიყვანეს გულისხმიერმა მძღოლებმა, რომლებმაც კატა შეამჩნიეს და აქტიურად უსიგნალებდნენ მძღოლს.

"მე საწყისი გაჩერებიდან გამოვედი და შემხვედრი #15 ავტობუსის სახურავზე კატა შევნიშნე. მაშინვე დავურეკე დისპეჩერს და ამ ამბის შესახებ ვაცნობე", - მოგვითხრობს ავტობუსის მძღოლი ალექსეი ლოგვინოვი.

კატის საოცარი გადარჩენის თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მსუბუქი მანქანები აღებდნენ ფანჯარას და "პაზიკის" მძღოლს უყვიროდნენ, რომ მის სახურავზე კატა იჯდა. მაგრამ ავტობუსის მძღოლი მაშინვე ვერ მიხვდა, რა ხდებოდა.

კატა
ბოლო გაჩერებაზე გადაარჩინეს. ცხოველი, რომელიც ექსტრემალური მოგზაურობით სასტიკად იყო შეშინებული, ავტობუსიდან ჩამოსვეს. ამის შესახებ დისპეჩერმა სამარშუტო ტაქსის
მფლობელს, იური ელიუტინს შეატყობინა. მან კი, თავის მხრივ, ცხოველის გათბობის, გამოკვებისა და შეფარების ბრძანება გასცა.

"ახლა ის ჩემთან ცხოვრობს, თევზს მიირთმევს და თავს მშვენივრად გრძნობს", - სითბოთი საუბრობს იური, - "ამხელა სტრესის შემდეგ, როგორ შეიძლება ცხოველის ქუჩაში დატოვება?!"

იურიმ კატას მასეი დაარქვა. ის ჯერ სულ პატარაა. როგორ აღმოჩნდა კატა ავტობუსის სახურავზე იური ვერ ხვდება. როგორც ჩანს, მას ავტოფარეხის ტერიტორიაზე ძაღლები გამოეკიდნენ და კატა თავის გადასარჩენად პირდაპირ ავტობუსის სახურავზე ახტა. კატამ გაიარა ორი სამარშრუტო წრე, რომლის სიგრძეც 50 კილომეტრს შეადგენს. პირველი რეისის დროს, დილის ბინდბუნდში, იგი უბრალოდ ვერავინ შეამჩნია.

jkajs
:დდდ :(
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?