როგორ მოიქცა პატრონი, როდესაც კატამ საუკეთესო მეგობარი დაკარგა
როგორ მოიქცა პატრონი, როდესაც კატამ საუკეთესო მეგობარი დაკარგა
კატისა და ძაღლის ნამდვილი, ერთგული მეგობრობის შესახებ უამრავი ამბავია გავრცელებული. თითოეულის ისტოია განსაკუთრებული და საოცარია. ზოგიერთი მათგანი ცრემლების მომგვრელია, ზოგიც სიხარულითა და სითბოთი გვავსებს. 

ეს პატარა ისტორია, კატაზე და ძაღლზე, სხვა ამბებისგან გამოირჩევა: 
ერთ დღეს ძაღლმა, სახელად ჩარლიმ, პატრონებთან სახლში, პირით ჩაბღაუჯებული კნუტი მიიყვანა. ჩარლი მაშინ 5 წლის იყო. ოჯახმა კნუტს სკაუტი დაარქვა. ის პირველივე დღიდან ჩარლის საუკეთესო მეგობარი გახდა.

Zooclub

სკაუტი არასოდეს იძინებდა ჩარლის გარეშე, მათ ყოველთვის ერთად ეძინათ.

Zooclub

როდესაც კნუტი ჩარლისთან ერთად იყო, არაფრის ეშინოდა. ისინი ეზოში  სასეირნოდ ერთად მიდიოდნენ. 
ჩარლი
ბერდებოდა თამაშიც აღარ შეეძლო მეგობარ კატასთან ერთად, თუმცა სკაუტი გვერდიდან არ შორდებოდა.

Zooclub

როდესაც სკაუტი სასეირნოდ
მიდიოდა, ჩარლი ძველებურად ენერგიული აღარ იყო, მაგრამ ის მაინც მიჰყვებოდა მეგობარს ეზოში.

Zooclub

სამწუხაროდ, ჩარლის კიბო აღმოაჩნდა და რამდენიმე თვეში დაიღუპა. სკაუტისა და მისი პატრონისთვის ეს ძალიან დიდი დანაკლისი იყო. კატა ძალიან განიცდიდა მეგობრის დაკარგვას. სკაუტის ასეთი მდგომარეობა კვირები გაგრძელდა, ამიტომ პატრონმა გამოსავლის ძიება დაიწყო. მან იმ ადგილზე, სადაც ჩარლი იწვა, Ipad დადო და ჩარლისა და სკაუტს  ვიდეო ჩართო, სადაც ისინი ერთად თამაშობნენ.

Zooclub

კატა დიდხანს და გაუნძრევლად უყურებდა ვიდეოს, თუმცა ის ხვდებოდა, რომ ეს  ჩარლის არყოფნას ვერ შეუცვლიდა.

Zooclub

სკაუტს ძალიან ენატრებოდა ერთგული მეგობარი. ის მოკალათდა Ipad-თან და თავი ეკრანთან ახლოს დადო, რათა ჩარლის სიახლოვე ეგრძნო. 

ასევე იხილეთ:

კისი და შედოუ – საუკეთესო მეგობრები

უსინათლო ძაღლის, ერთგული მეგობარი კატა

Irma Odzela
Cremlebi ver shevikave, ramxela guli aqvt am ueno arsebebs
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?