რატომ იკბინება მოფერების დროს თქვენი კატა?
რატომ იკბინება მოფერების დროს თქვენი კატა?
რა თქმა უნდა, ძალიან გიყვართ თქვენი პატარა ბინადარი. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც მოვა თქვენთან ახლოს, გინდათ რომ მიეფეროთ და ეთამაშოთ. თუმცა, ეს მოფერება და თამაში არაერთ ნაიარევს გიტოვებთ, როდესაც ის გკბენთ ან გკაწრავთ.

თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვისაც ეს პრობლემა აქვს. უმეტესობა კატების პატრონები ძალიან შეწუხებულები არიან, თავისი ბინადარის მსგავსი ქცევით.

რამდენიმე მოსაზრება იმისა, თუ რატომ იქცევიან კატები ამგვარად:

როდესაც თქვენი პატარა ბინადარი თამაშის დროს იკბინება ან იკაწრება, ამით ცდილობს, სიტუაცია თვითონ მართოს, ამგვ
არი ქცევით გაჩვენებთ, რომ ოჯახში
ის არის უფროსი და არა თქვენ.

Zooclub

მეორე შემთხვევაში, შეიძლება ეს არასწორი გაზრდის ბრალია ან რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თქვენს კატას ნევროზული პრობლემები აქვს.

თუ კატა თვითონ იწყებს თქვენთან თამაშს და შემდეგ გადადის კბენა-კაწვრაზე, შესაძლოა რაღაცით უკმაყოფილოა და ამით სამაგიეროს გიხდით. ეს ცხოველები ყოველთვის იმახსოვრებენ წყენას, პატრონთან პირდაპირ შეტევაზე არასოდეს გადადიან და ასე ეშმაკურად უხდიან სამაგიეროს.

როდესაც კატას ან კნუტს პირველად მოიყვანთ სახლში და შეამჩნევთ, რომ თამაშის დროს კბენის მიდრეკილება აქვს, სასურველია მიმართოთ ვეტერინარს, რათა მან მოგცეთ რეკომენდაცია, თუ როგორ გადააჩვიოთ ამ მავნე "გართობას" თქვენი პატარა ბინადარი.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?