რა შემთხვევაში ლოკავს კატა პატრონს?
რა შემთხვევაში ლოკავს კატა პატრონს?
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყურებთ ტელევიზორს,  არ აქცევთ ყურადღებას თქვენს კატას, იმ დროს არც მოფერებიხართ, არც დაგიძახიათ მისთვის და მაინც მოდის თქვენი ბინადარი, რომელიც გეფერებათ და  გლოკავთ. თქვენ ვერ ხვდებით, რატომ აკეთებს ამას თქვენი კატა.

ექსპერტები აბობენ, რომ ამ დროს კატა გამოხატავს თქვენს მიმართ სითბოს და ამით გაჩვენებთ, რომ გენდობათ. კატა გლოკავთ, როდესაც თავს გრძნობს დაცულად და ბედნიერად.

Zooclub

თუმცა არის სხვა მიზეზიც. შესაძლოა თქვენ მიირთვით რაიმე, მისთვის გემრიელი საკვები. კატა კი, როგორც იცით, სუნს ძალიან კარგად შეიგრძნობს, ამ შემთხვევაში, ის გლოკავთ იმიტომ, რომ მასაც გაუნაწილოთ სასუსნავი.

თუ თქვენი ბინადარი თქვენდამი
ამგვარ სითბოს გამოხატავს, დარწმუნებული იყავით, რომ ბოლომდე თქვენთან იქნება და არასოდეს მიგატოვებთ. რადგან შესაძლოა კატა
გაზარდოთ, კვებოთ, მოუაროთ, მაგრამ ის თქვენ არ გენდობოდეთ. ძალიან ძნელია მოიპოვოთ კატის ნდობა, ხოლო თუ გენდოთ, ის ძაღლზე ერთგულია სიცოცხლის ბოლომდე.

ტეგები
tamila
ერთხელ რაღაც დროით ვიყავი წასული სახლიდან შორს. როცა დავბრუნდი, სადაც დავჯექი, კატა მომიცუცქდა და ხელებზე მყნოსავდა,-თითქოს ამით გამოხატავდა, რომ მიცნო! საოცარია ცხოველთა სამყარო, ნამდვილად საოცარი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?