რატომ “იჭედებიან” კატები ხშირად ხეებზე?
რატომ “იჭედებიან” კატები ხშირად ხეებზე?
ბრჭყალების ფორმის გამო.

შინაური კატის ბრჭყალები ისეა მოღუნული, რომ კატას აძლევს საყრდენს ზემოთ მოძრაობისას, მაგრამ ვერ იკავებს ცხოველს დაშვების დროს. თავდაყირა დაშვება კი კატებს არ უყვართ იმიტომ, რომ ვერ ხედავენ, საით მოძრაობენ. თუმცა, თუ ადამიანი ვერ შველის, მაშინ საბოლოოდ კატები მაინც ჩამოდიან ხიდან სწორად კუდით ქვემოთ.

ზოგი მათგანი ერევა ამ ფსიქოლოგიურ ბარიერს და ისინი ხეებზე შესანიშნავად მცოცავები ხდებიან.

ამას ემატება ისიც, რომ სხვადასხვა მტაცებელი, რომლებიც ხეზე ადიან, იქიდან თავისებურად ეშვებიან. მაგალითად ენოტებს ქვემოთ ჩამოსვლისას ფეხის ტერფები ისე უტრიალდებათ, რომ თითები
ძვლებთან ერთად უკან უბრუნდებათ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?