რამდენიმე საინტერესო ფაქტი კატის ქცევის შესახებ
რამდენიმე საინტერესო ფაქტი კატის ქცევის შესახებ
დედამიწაზე კატა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი არსებაა, რომელიც ადამიანმა მრავალი წლის წინ მოიშინაურა. ამ ფუმფულა ცხოველის ქცევები ყოველთვის დარჩება პატრონისთვისაც კი ამოუხსნელი, თუმცა, კატის მფლობელები ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, როცა მათ გვერდით ასეთი საყვარელი არსება ბინადრობს.


და მაინც, რას ნიშნავს კატის ესა თუ ის ქცევა?


სპეციალისტების თქმით, როცა კატა თავდასხმისთვის ემზადება, უკანა კიდურები გამართული აქვს, ხოლო წინა თათები მოხრილი, კუდი დაწეული, მისი ბოლო კი უმნიშვნელოდ აპრეხილი.

Zooclub

კატა პატრონის წინ ზურგით, წრიულად მოძრაობს, როცა თამაში სურს.

Zooclub

როცა კატა თვალების ხამხამით გაკვირდებათ, კარგის
ნიშანია - ის თქვენ გენდობათ.

Zooclub

კატა კუდის ზევით აწევითა და დახრილი წინა თათებით გესალმებათ.

Zooclub

თუ
დაინახავთ, რომ კატას წრის ფორმაზე სძინავს, ის ამ მდგომარეობით სითბოს ინარჩუნებს. 

Zooclub

როცა კატა ძილს აპირებს, წინა თათებს მონაცვლეობით ამოძრავებს.

Zooclub

მსგავსი მოკალათების ფორმა (როგორც ფოტოზეა მითითებული), კატას სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება.

Zooclub

როცა კატა მუცელს გაჩვენებთ, ის თქვენდამი ნდობას გამოხატავს.

Zooclub

კატა პატარა ყუთში დაცულად გრძნობს თავს, ამიტომ ხშირად ცდილობს ჩაძვრეს ისეთ კოლოფში, სადაც რთულად თავსდება.

Zooclub

კატის მიერ კბენა და ბრჭყალებით ჩახუტება, მისი ერთ-ერთი საყვარელი თამაშია.

Zooclub

კატა ხშირად იყურება ფანჯრიდან, რადგან თვალთვალი და ნადირობა უყვარს.

Zooclub

კატა წვება კომპიუტერზე, რადგან მას სითბო იზიდავს.

Zooclub

და ბოლოს, კატამ ყოველთვის იცის, სად არის სახლში საუკეთესო სამალავი ადგილები და თუ არ სურს, რამდენიც არ უნდა ეძახოთ, თქვენს ხმაზე რეაგირებას მაინც არ მოახდენს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

როგორ მივაჩვიოთ კატა ტუალეტს

კატებზე რამდენიმე მითი, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა

5 საშუალება, თუ როგორ უნდა გამოხატოთ თქვენი კატის მიმართ სიყვარულ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?