5 საშუალება, თუ როგორ უნდა გამოხატოთ თქვენი კატის მიმართ სიყვარული
5 საშუალება, თუ  როგორ უნდა გამოხატოთ თქვენი კატის მიმართ სიყვარული
კატის ერთ-ერთი მთავარი სიყვარულის გამომხატველი ინდიკატორი კუდია. იგი ამ მოქმედებით ეუბნება პატრონს - "მე შენ მიყვარხარ". ცხოველების ქცევის სპეციალისტი მერლინ კრეიგერის თქმით, კატის კუდის მშვიდი რხევა და დაჟინებული მზერა პატრონისადმი სიყვარულს გამოხატავს. 

გარდა ამისა, კუდის შემოხვევა პატრონის ხელზე ან ფეხზე ასოცირდება ადამიანების ხელის ჩაკიდებასთან. 


ჩვენ ამავე ნიშნით ვერ გამოვხატავთ ოთხფეხა მეგობრის მიმართ სიყვარულს, თუმცა, არსებობს რამდენიმე საშუალება, რითაც ფისომოყვარულებს შეუძლიათ  თავიანთ ბინადრებს საკუთარი გრძნობა და მზუნველობა აჩვენონ.

ნახევრად დახუჭული თვალები/თვალების ნელა დახუჭვა

Zooclub

კატების  მოყვარულმა ჯექსონ გალაქსიმ ეს მეთოდი კარგად იცის. კატების ცნობილი თერაპევტი
ხშირად მიმართავს მსგავს ჟესტს გადაცემაში "ცხოველების პლანეტა" იმისათვის, რომ საოცარი ცხოველის ნდობა მოიპოვოს.

ამ მეთოდის გამოყენება
ყოველდღიურად შეგიძლიათ. ამ ჟესტით თქვენს ბინადარს ეტყვით, თუ როგორ გიყვართ და ის აუცილებლად წაიკითხავთ თქვენს "სიტყვებს".

როდესაც თქვენი კატა დამშვიდებული იქნება და დაჟინებული მზერა თქვენკენ ექნება მომართული, სწორედ ამ დროს შეგიძლიათ, უპასუხოთ თვალების მოძრაობით. 

სუნის გაცვლა

Zooclub

გინდათ გაიგოთ გახდება თუ არა კატა თქვენი მეგობარი? კრეიგერი გირჩევთ, საჩვენებელი თითი მიიტანოთ კატის ცხვირთან ახლოს. თუ კატა მიუახლოვდა თითს და ცხვირით შეეხო, ესეიგი მოეწონეთ. ამავე დროს, შესაძლოა, კატამ თავი თქვენს  ხელზე გაუსვას, საკუთარი და თქვენი სუნების არევისათვის - ეს მეგობრობისა და ნდობის ეჭვგარეშე ნიშანია.

თავის დადება სახეზე

Zooclub

თავის დადებით, კატა ნდობას გამოხატავს და იმავეს ითხოვს თქვენგანაც. კრეიგერი არ გირჩევთ ამგვარად მოიქცეთ კატასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიცანით, თუმცა, თქვენი კატა ბედნიერი იქნება, თუ სიყვარულით დაადებთ თავს.

"ვოკალური მინიშნება"

Zooclub

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კატის ხმიანობა კიდევ უფრო მრავალფეროვანია იმასთან შედარებით, რაც სპეციალისტებმა აქამდე იცოდნენ. სახლში გაზრდილი კატა, ქუჩაში მცხოვრებ კატაზე კომუნიკაბელურია. ის პატრონთან ხშირ კომუნიკაციას ითხოვს.

როდესაც თქვენი კატა კრუტუნის სახით საუბრობს, აუცილებლად უპასუხეთ. დაამშვიდეთ და უთხარით, რომ თქვენს გვერდით დაცულია. შესაძლოა, მას არ ესმის, რას ეუბნებით, თუმცა, მოსწონს, როდესაც მის კრუტუნს პასუხობთ.

მოვლა

Zooclub

გაგიკვირდებათ, მაგრამ როგორც მფლობელი ზრუნავს კატაზე ისე, ეს პატარა ცხოველიც ცდილობს მოუაროს საკუთარ პატრონს. შეგიმჩნევიათ, როგორ დაგყვებათ თქვენი კატა ყოველი ფეხის ნაბიჯზე? აკვირდება, რას აკეთებთ, აბაზანაშიც კი მარტო არ გტოვებთ... მიიღეთ ეს როგორც მისი მხრიდან ზრუნვა და ყურადღება, გამოხატეთ მის მიმართ მადლიერების გრძნობა, რათა თქვენი ბინადარი მიხვდეს, რომ მის მზრუნველობას აფასებთ.

ასევე იხილეთ:

20 ფრაზა, რომელთაც განუწყვეტლივ ეუბნებით თქვენს კატას

ის ადამიანები, ვისაც კატები უყვარს

როგორ გეუბნებათ კატა "მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ "
kora
კატა! ეს სამყაროს საოცრებაა და საჩუქარია მოსიყვარულე ადამიანებისთვის.
im888
თვალებშიც მიყურებს, მელაპარაკება კიდეც (როცა რამეს უშლი) მაგ. ოთახში არ შევიდეს. დამყვება ოთახებში, აბაზანაშიც კი შემოდის..ძალიან თბილი და უსაყვარლესია :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?