კატები და თოთო ბავშვები
კატები და თოთო ბავშვები
თუ თქვენს სახლში თოთო ბავშვია, კნუტის მოყვანა არ ღირს. სჯობს, დაიცადოთ, სანამ პატარა წამოიზრდება და ერთად აარჩიეთ მისი მეგობარი. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კატა ბავშვის გაჩენამდე უკვე გყავთ?

პატარა ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ დაცოცავს და ძლივს გადაადგილდება მანეჟში, როგორც წესი, დიდ ინტერესს განიცდის კატის მიმართ. მას უყვარს ფისოს მოფერება, რაც თავის მხრივ, ძალიან მოსწონს ფუმფულა ცხოველს. მაგრამ მიუხედავად ასეთი ურთიერთსიმპატიისა, კატისა და ბავშვის თამაშს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს უფროსი ადამიანი.

საქმე იმაშია, რომ ბავშვს მოძრაობის კოორდინაცია ჯერ კიდევ არ აქვს
განვითარებული და მას აქვს ბუნებრივი უნარი, მოულოდნელად სტაცოს ხელი საგანს. ბავშვს შეუძლია კატას ხელი სტაცოს
კუდში, ყურებში, ბეწვში ან ულვაშებში. კატას, რა თქმა უნდა, ასეთი მოპყრობა დააფრთხობს და აღიქვამს ისე, როგორც აგრესია, რის გამოც შეიძლება, ბავშვს თავს დაესხას და დაფხაჭნოს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია კატისა და ბავშვის მოქმედებებისთვის თვალყურის დევნება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?