3 მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ კრუტუნებს კატა
3 მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ კრუტუნებს კატა
სპეციალისტების ნაწილი კატის კრუტუნს მუსიკალურსა და ჰარმონიულს უწოდებს. ხმა ნამდვილად საოცარი და განსაკუთრებულია. ზოგიერთი კატის პატრონი კრუტუნს აღიქვამს ბედნიერების გამომხატველ ხმად, ხოლო ნაწილი, როგორც ყვირილსა და მოთხოვნას. 

კმაყოფილება: ნათელია, კატების უმრავლესობა კრუტუნებს, როცა ბედნიერი და კმაყოფილია. მსგავსი შემთხვევის დროს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კატის კრუტუნის ან კნავილის დროს აქტიურდება ტვინის მარცხენა სფერო, ხოლო საშიშროების ან ემოციის დროს აქტიურდება მარჯვენა სფერო.

თხოვნა: კატებმა ასევე კრუტუნით ისწავლეს ადამიანთან ურთიერთობა. როდესაც კატა ითხოვს საკვებს, მაღალი ხმის ტემბრით გამოხატავს. და არა იმიტომ, რომ პატრონს ხმით
გააგებინოს, არამედ კატა გადასცემს მის ტვინს ტელეპატიურ სიგნალს, რომლის დახმარებითაც პატრონი ხვდება ცხოველის განწყობას, მოთხოვნას
თუ სურვილს.

მელანქოლია: მაგრამ ზოგჯერ კატები კრუტუნებენ, როცა რაღაც აწუხებთ. შესაძლოა, კმაყოფილ და შეწუხებულ კატას შორის ხმის ტემბრში განსხვავებაც იყოს. ამას მხოლოდ სიტუაციისა და მისი სხეულის მოქმედებით განასხვავებთ, თუმცა, კატის მფლობელებს არასოდეს გაუჭირდებათ გამოცნობა, რა სურს მის ოთხფეხა მეგობარს.

ასევე იხილეთ:

რატომ აკეთებს კატა ამას? დროა, გავიგოთ მათი მთავარი საიდუმლო

თუ კატა ასე იქცევა, ის რაღაც მნიშვნელოვანს გეუბნებათ

სად მიდიან კატები ღამით?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?