როგორ გეუბნებათ კატა "მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ "
როგორ გეუბნებათ კატა "მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ "
კატა ბუნებით მშვიდი ცხოველია, თუმცა, ურთიეთობისთვის საკმაოდ ეფექტურ გზებს მიმართავს. ის ყურადღებას სხვადასხვა მოქმედებით იქცევს, ასევე კარგად იცის, როგორ გამოხატოს სიყვარული და სითბო იმ ადამიანის მიმართ, ვინც ძალიან უყვარს. 

10 მოქმედება, რომელთა შემდეგაც დაწრმუნდებით, რომ თქვენს კატას ძალიან უყვარხართ.

კატას თქვენთვის მოაქვს "საჩუქრები"

Zooclub

ეს საჩუქარია. თქვენ ხომ მიგაქვთ მისთვის სასუსნავები და სათამაშოები? კატას მოაქვს ის, რაც თავად მოიპოვა და რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასია. შეაქეთ და არ ეჩხუბოთ, რომ არ გაბრაზდეს.

თათების მასაჟი 

Zooclub

თუ კატა თათებით მასაჟს აკეთებს, ის გამოხატავს თქვენდამი
სიყვარულს. მასაჟის პროცესის დროს, შესაძლოა, დაგკაწროთ, მაგრამ არ ეჩხუბოთ, უბრალოდ მშვიდად გადასვით სხვა ადგილზე.

თავს
გისვამთ სახეზე

Zooclub

საიდუმლო, რომელსაც კმაყოფილი კატა აზიარებს, თქვენს კანზე აისახება. ეს ნიშანია სხვა კატების გასაგონად, რომ თქვენ მარტო მას ეკუთვნით და მისთვის ყველაზე ახლო მეგობარი ხართ.

ჰიპნოსური გამოხედვა

Zooclub

ის დიდხანს და დაჟინებით გაკვირდებათ თვალებში. მაგიურად აგრძელებს ყურებას - ეს ნიშანია თქვენდამი დიდი ნდობისა და მიჯაჭვულობისა. ამ დროს მოეფერეთ თქვენს ბინადარს და თბილი სიტყვებით შეაქეთ. ამ მოქმედებით, ეტყვით, რომ ის ძალიან გიყვართ.

განდობთ საკუთარ მუცელს

Zooclub

კატა ზურგით არ წვება ნემისმიერი ადამიანის თანდასწრებით, მაგრამ თუ ის განიშნებთ, რომ მუცელზე მოეფეროთ, ეს განსაკუთრებული ნდობის ნიშანია. ის თქვენთან ერთად თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობს.

მოხრილი კუდის ბოლო

Zooclub

კუდი ყველაზე კარგად გადმოსცემს კატის განწყობას.
მოხრილი კუდის ბოლო კი ბედნიერი კატის თვისებაა.

მსუბუქად კბენა

Zooclub

მსუბუქი კბენით კატა აღნიშნავს, რომ თქვენ ყველაზე საყვარელი ადამიანი ხართ დედამიწაზე. თუ კბენამ ტკივილი მოგაყენათ, ის ამას გამიზნულად არ აკეთებს, უბრალოდ ვერ აცნობიერებს.

ფეხებში გაბლანდვა

Zooclub

ეს ნამდვილი სიყვარულის გამომხატველი მოქმედებაა. ამასთანავე, ის თავის სუნს ტოვებს თქვენს ფეხებზე, რაც აღნიშნავს, რომ თქვენ მას ეკუთვნით.

ნაზი კრუტუნი

Zooclub

ასევე ერთგულებისა და სიყვარულის ნიშანია.

შეუცვლელი კომპანიონი

Zooclub

თქვენი კატა ფეხდაფეხ დაგდევთ ოთახებში. ის ცდილობს იყოს იქ, სადაც თქვენ ხართ. ასევე თქვენ გვერდით იძინებს. კატას ვერასოდეს დააძალებ იმას, რისი გაკეთებაც არ სურს, ამიტომ თუ თქვენი ბინადარი ყოველთვის სიახლოვეს არის, თქვენ შორის დიდი ენერგეტკული კავშირი არსებობს.

ასევე იხილეთ:

რატომ მოაქვს ჩემს კატას ჩემთვის "საჩუქრები"?

ატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა

რას ნიშნავს, როდესაც კატა წინა თათებით "მასაჟს აკეთებს"

ნანა
აუ საიდან მოაქ ხოლმე ბუმბული მოაქ სახლში რამდენი გადავაგდე იმდენი მომიტანა და დამიდო
naaa
ვაიმეეე ზუსტად ჩემი ფისოს საქციელები აქ ჩამოთვლილი ესეიგი ვყვარებივარ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?