რატომ იზმორება ხშირად კატა
რატომ იზმორება ხშირად კატა
რომ არსებობდეს ოლიმპიური შეჯიბრება ზმორებაში, კატები ყველა ოქროს მოიპოვებდნენ. მათ გაზმორება იგივე მიზეზებით უყვართ, რა მიზეზებითაც ადამიანებს.

"რა არის კატების ხშირი გაზმორების მთავარი მიზეზი? ისინი თავს მაშინვე კარგად გრძნობენ, სისხლის ცირკულაცია უმჯობესდება, ორგანიზმი აქტიურობისთვის ემზადება," - ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის ვეტერინარი ენდრიუ კაფი.

"კატები ძილს 12-დან 16 საათამდე უთმობენ. ეს ადამიანზე დაახლოებით ორჯერ მეტი დროა. როდესაც ადამიანებს სძინავთ, ტვინი მოძრაობის უნარს ართმევს კუნთებს იმისთვის, რომ უეცარმა მოძრაობამ არ შეწყვიტოს ძილი. კატების ფიზიოლოგიაში ყველაფერი ასევეა მოწყობილი და სწორედ ეს იცავს კატებს
მთვარეულობის ან ჩაძინებისას გადმოვარდნისგან," - ამბობს კაფი.

ზმორებას კატები გაღვიძებისთანავე იწყებენ.

“გაზმორებით კატები ამუშავებენ ძილის
დროს უმოქმედად მყოფ კუნთებს”, - აზუსტებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ძილის დროს კატის წნევა ეცემა ისევე, როგორც ადმიანს და გაზმორება სისხლს სრული ძალით ცირკულაციას აიძულებს. გარდა ამისა, ლიმფის მუშაობას ააქტიურებს, ორგანიზმიდან გამოდიან ტოქსინები, ხოლო კუნთებიდან - რძემჟავა.

“მეტიც, გაზმორება ამზადებს კუნთებს მუშაობისთვის. თუ თაგვი ან თუნდაც ობობა (საუბარია შინაურ კატაზე) ახლოს ჩაირბენს, კატა მზად იქნება ნადავლის დასაჭერად მხოლოდ მაშინ, თუ უკვე გვარიანად გაიზმორა," - ამბობს კაფი.


Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?