სპეციალისტის დამაჯერებელი ახსნა: რატომ ეშინია კატას კიტრის?
სპეციალისტის დამაჯერებელი ახსნა: რატომ ეშინია კატას კიტრის?
საზოგადოების ინტერესს არაერთი აუხსნელი მოვლენა იწვევს. რაც უფრო სახალისოა ის, მით მეტი ყურადღება ეთმობა ამა თუ იმ ფაქტს. ინტერნეტში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია კატების უცნაური ქცევა - კიტრის მიმართ პანიკური შიში. ვიდეო რგოლში ეს გამოიყურება სახალისოდ, თუმცა, ჩნდება კითხვა, რატომ ეშინია კატას ამ უვნებელი ბოსტნეულის? 

ცხოველების ქცევის კორექციის დოქტორი როჯერ მაგფორდი შეეცადა პასუხი გაეცა ამ კითხვაზე:

"ჩემი აზრით, ეს რეაქცია აიხსნება მოულოდნელობით. როცა კატა ჭამს და ამ დროს მის ჩუმად უკან დებენ ცხოველისთვის გაურკვეველ ნივთს, მისი უეცარი დანახვისას ცხოველს
ეწყება პანიკა."

იხილეთ ვიდეო

კიტრის დანახვისას შიშით შეპყრობილი კატების რეაქცია, რომლებიც ვიდეოზე არიან დაფიქსირებულნი, ავლენენ ადეკვატურ
რეაქციას მოულოდნელი პოტენციური საშიშროების მიმართ. ცხოველს ექნებოდა იგივე რეაქცია კიტრის მაგივრად მის უკან სხვა ნივთი რომ განეთავსებინათ.

"კატები ყველა უცხო საგანს ეჭვით უყურებენ, რადგან შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს გველი ან სხვა მტაცებელი. ჩემი აზრით, თუ კიტრის მაგივრად დადებდნენ სათამაშო ობობას, პლასტმასის თევზს ან რაიმე ნიღაბს, კატას ექნებოდა იგივე რეაქცია. იმის თქმა მინდა, რომ კატას კონკრეტულად კიტრის არ ეშინია, მისი რეაქცია მოულოდნელობით არის გამოწვეული."- ამბობს როჯერ მაგფორდი.

რჩევა: არასოდეს მოათავსოთ ჩუმად კატის უკან ნივთი, როცა ის საკვების ჭამითაა გართული. გაუფრთხილდით თქვენი საყვარელი შინაური ბინადრის ნერვებს.

ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს კატას ვალერიანი და შეიძლება თუ არა მისთვის ამ წამლის მიღება?

რატომ ეშინია კატას წყლის?

ოდესმე გინახავთ ძაღლი ასე იქცეოდეს? ის ამ მოქმედებით ცდილობს, რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ

fiso-gori
საინტერსოა... ძალიან ბევრი კატა გამიზრდია მაგრამ არც ერთს კიტრის არ ეშინია (ეშინოდათ), პირიქით ერთი კატა მყავდა ,,ვეფხვია", რომელსაც ისე უყვარდა კიტრი, ისე სიამოვნებით ჭამდა( ბაღში სულ გაანადგურა) მეცინებოდა და ვერც ვსჯიდი...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?