ყურების ენა - 5 მინიშნება, რომელიც კატების პატრონებმა უნდა იცოდნენ
ყურების ენა - 5 მინიშნება, რომელიც კატების პატრონებმა უნდა იცოდნენ
კატას ყურზე აქვს 32 კუნთი. ყოველი კუნთი საშუალებას აძლევს ყური 180 გრადუსის დიაპაზონზე მიაბრუნოს, ამასთანავე, მას საოცარი სმენის უნარი აქვს.

მისი ყურები გამოხატავს შინაგან განწყობას. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება კატის ყურის მოძრაობას და მიხვდებით, რას გრძნობს ის. 

როცა კატა მოდუნებულია და ისვენებს


Zooclub

თუ კატის ყურები სწორ მდგომარეობაშია, ცოტა წინ არის წამოწეული და პერიოდულად მოძრაობს, ის ისვენებს და ემზადება ძილისთვის.


თუ კატა რაღაცით დაინტერესებულია

Zooclub
ყურების ენა - 5 მინიშნება, რომელიც კატების პატრონებმა უნდა იცოდნენ" />

ამ დროს მისი ყურები ვერტიკალურ მდგომარებაშია, თუ ის დაინტერესებულია რაიმე საგნით და სურს მეტი ინფორმაციის მიღება, შეამჩნევთ, რომ მისი ყურები წინ და უკან მოძარობს, რათა დააზუსტოს საგნის ადგილმდებარეობა. მსგავსი ყურის მოძრაობა, ხშირ შემთხვევაში ვლინდება,
როცა კატა ხედავს თაგვს, ფრინველს და ა.შ.

თუ კატა შეშინებული ან გაღიზიანებულია

Zooclub

ამ დროს მისი ყურები უკან არის გადაწეული და თავთან მიკრული. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს გამოწვეული ცხოველის დანახვის ან სხვა რაიმე საშიშროების დროს. სახლში გაზრდილ კატას ყოველთვის აშინებს უცხო გარემო.

თუ კატა გაბრაზებული და აგრესიულია

Zooclub

ამ დროს ის ყურებს წევს გვერდით, ხოლო შემდეგ წრიულად უკან. სწორედ ამ რეფლექსს იწვევს აგრესია და გაბრაზება. კატა ამგვარად ასრულებს ორ მოქმედებას: ყურები გვერდით არის მიმართული სმენისკენ, ხოლო უკან - შიშისგან. აგრესიის დროს, ნუ ეცდებით მის დამშვიდებას, სასურველია, კატა მარტო დატოვოთ, რათა თავადვე დამშვიდდეს.

როცა კატა დაბნეულია

Zooclub

ზოგჯერ კატა თავადაც ვერ ხვდება, რა სურს გარკვეულ მომენტში, ამიტომ შესაძლოა მისი ყურების მოძარობა არ იყოს რაიმე მინიშნებაზე ორიენტირებული. ის ამ დროს ყურებს ყველა მიმართულებით წევს, მაგრამ თუ დააკვირდებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყურები დაიკავებს იმ პოზიციას, რა სიტუაციასაც კატა აღიქვამს იმ მომენტში.

ასევე იხილეთ:

რისი მინიშნება სურს თქვენს კატას თავისი ქცევებით ?

კატის სმენა და მაღალი ჟღერადობა

როგორ გავაშველოთ ჩხუბის დროს კატები?
რუსუდან კუპრავა
ვაიმეე, ვგიჟდები კატებზე და ძაღლებზე, ძალიან მინდა მყავდეს ფუმფულა და დიდი კატა, მაჩუქეთ ვინმემ თუ გაიმეტებთ კნუტს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?