კატის სათამაშოები. რომელი ავარჩიოთ?
კატის სათამაშოები. რომელი ავარჩიოთ?
კატა - ცხოველი, რომელსაც ძალიან უყვარს თამაში. ამასთან, თამაში ნადირობის იმიტაციაა, კატას კი ნადირობის ინსტინქტი აქვს განვითარებული. იმისთვის, რომ არ დამალოს თქვენი ნივთები სავარძლის ქვეშ, არ დაღრღნას ტელევიზორის პულტი და ფეხსაცმელი, ცხოველს სათამაშო მიეცით. მაგრამ როგორი ავარჩიოთ?

ზოომაღაზიაში დიდი არჩევანია, თუმცა, შეგიძლიათ არ დახარჯოთ ფული და გაიხსენოთ, რით თამაშობდნენ კატები ძველ დროს. ისინი დასდევდნენ შალის გორგალს, ძაფზე მობმულ ქაღალდს. ამიტომ კატის სათამაშოს გაკეთებას თქვენც შეძლებთ. ასეთი კონსტრუქციის სათამაშოს დროს კატა ცდილობს მას მიწვდეს, პატრონი კი ცდილობს მოარიდოს.

კატებს ძალიან უყვართ ყველაფერი,
რაც შრიალებს და ჩხრიალებს. ჩაყარეთ "ქინდერ სიურპრიზის" პლასტიკურ კვერცხში წიწიბურა, აი ისიც მიიღებს ე.წ. "საჩხარუნებელს",
რომელსაც ბინადარი დიდი გატაცებით აგორავებს იატაკზე. ასევე შეგიძლიათ მას საკუთარი ხელით შეუკეროთ ნაჭრის ან ხელოვნური ბეწვის თაგვი.

ახალგაზრდა კატები სიამოვნებით დასდევენ სახლში ბურთებს. ისინი შეიძლება იყოს სრულიად ჩვეულებრივი - საშუალო ზომის, ან სპეციალური - ჩხრიალა, შრიალა, მანათობელი. ბურთის ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ მის ზომას. აუცილებელია, რომ ის იყოს დივანსა თუ სხვა ავეჯსა და იატაკს შორის დაშორებაზე უფრო დიდი, რომ ყოველ დღე არ მოგიწიოთ მისი ძებნა. არ არის რეკომენდირებული პარალონის, ან პენოპლასტის შემადგენლობის ბურთის ყიდვა. ასეთი ბურთი იაფი ღირს, მაგრამ ძალიან მყიფეა და კატებისთვის საშიში.

Zooclub

თუ კატას უყვარს თქვენი ხელების დაჭერა და თქვენი ფეხების დევნა, შეუკერეთ ან უყიდეთ თბილი სათამაშო, რომელსაც ჩამოიცვამთ ხელზე, ან ფეხზე. როდესაც კატა სათამაშოს გაეთამაშება, შეაქეთ, მაგრამ არ მისცეთ უფლება, რომ თქვენი ხელები ან ფეხები დაღრღნას. ნელ-ნელა ის მიეჩვევა ასეთ თამაშს და დაგავიწყდებათ, რა არის ნაკბენი ან ნაფხაჭნი.

მაღაზიაში ცხოველების სათამაშოების მთელი კომპლექსია. იქ ყველაფერი ბრწყინავს, ანათჶბს, წკრიალებს, უსტვენს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ბევრ კატას აფრთხობს მკვეთრი ხმა და მოძრაობა, მათ აღიზიანებთ ნათება. ასე რომ, აარჩიეთ თქვენი კატის ხასიათისა და ჩვევის შესაბამისი სათამაშო. ასეთი კონსტრუქციების დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ კატები მათით ერთობიან პატრონის არყოფნის დროსაც.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?