რაზე მეტყველებს კატის კუდი?!
რაზე მეტყველებს კატის კუდი?!
ბევრ ჩვენგანს, მიუხედავად ასაკისა, სახლში შინაური ცხოველი ჰყავს. ფრანგმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ მსოფლიოში შინაურ ცხოველთა რაოდენობამ 400 მილიონს გადააჭარბა.

ვიღაცას მხოლოდ ერთი კატა ჰყავს, სხვებს მეტი. მაგალითად, სიუზა ნეფფერს, "მორისის" ფონდის (კალიფორნია) პრეზიდენტს 11 კატა ჰყავს.

ყველაზე მეტი შინაური კატა ავსტრალიაშია: 10 გამოკითხულიდან ცხრას შინაური კატა ჰყავს. აზიაში ამ მხრივ ლიდერია ინდონეზია, სადაც 30 მილიონი კატაა. ევროპაში ყველაზე მეტად კატები საფრანგეთში უყვართ, იქ 8 მილიონი კატა ჰყავთ. თუმცა, რიგ ქვეყნებში კატები საერთოდ არ არსებობენ, მაგალითად პერუში და გაბონში. კატები თავის
პატრონებთან სხვადასხვა საშუალებით ურთიერთობენ. კატის დამოკიდებულება, პირველ რიგში, შეიძლება, გავარკვიოთ კუდის მიხედვით. მოდით, ვნახოთ რისი
თქმა უნდათ ფუმფულა ბინადრებს კუდის მეშვეობით.

თუ კუდი დაშვებულია ქვემოთ - შეიძლება თქვენი კატა დაიღალა.

თუ კუდი მუცელზე აქვს მიკრული - კატა ნერვიულობს ან შეშინებულია.

თუ კუდი მაღლა აქვს აწეული - კატა სრულიად კმაყოფილია. ხოლო, თუ მას ჯერ კიდევ უმოძრავებს კუდის წვერი, მაშასადამე კატა ბედნიერია. ზემოთ აწეული კუდი ასევე შეიძლება, ნიშნავდეს სიამაყეს.

როდესაც კატები მაღლა აწეული კუდით დასეირნობენ, ისინი ამ ტერიტორიაზე დომინირებას ცდილობენ.

სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატვაა კატის მთელ კუდში ჟრიალი. ხოლო, თუ კატა კუდს აქტიურად აქნევს, შეიძლება, ის ბრაზობს და თავდასხმისთვის ემზადება. როდესაც კატა ჩაფიქრებულია, ის კუდს წრეზე ამოძრავებს.

ნადირობისას, კუდი უკან უჭირავს. თუ ყურები მიკრული აქვს, ხოლო კუდი სწრაფად მოძრაობს, მაშასადამე კატა გაღიზიანებულია.

როდესაც კატები თავს ესხმიან, მათი ბეწვი ყალყზე დგება, ხოლო კუდი უფუმფულდებათ. კატებს შეუძლიათ გადაადგილება ვერტიკალურად აწეული კუდით.

ზოგჯერ, როდესაც კუდი არ არის საკმარისი, კატები ხმას და თათებს რთავენ. თუმცა, კატებთან ურთიერთობისას, უმნიშვნელოვანესი მაინც კუდია.

თქვენს პატარა ბინადართან სრული ურთიერთგაგებისთვის კარგი იქნება, თუ ამ ნიშნებს შეისწავლით.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?