ბანაობის პროცედურა კატებისთვის
ბანაობის პროცედურა კატებისთვის
ძაღლისგან განსხვავებით კატის დაბანა შედარებით რთულია, მათ უმრავლესობას არ უყვარს ეს პროცესი. ხშირ შემთხვევაში, ამ დროს კატა იკაწრება, შეიძლება სადმე დაიმალოს ან აბაზანიდან გამოგექცეთ ისე, რომ ვერც დაიჭიროთ. ამიტომ სანამ კატა მიხვდება, რომ თქვენ მისი ბანაობისთვის ემზადებით, წინასწარ მოიმარაგეთ ყველა საჭირო ნივთი, მაგ: ჭურჭელი, რაშიც უნდა დაბანოთ თქვენი პატარა ბინადარი, ასევე მოიმარაგეთ სპეციალური შამპუნი, პირსახოცი და სავარცხელი.

Zooclub

დაბანამდე კატა აუცილებლად დავარცხნეთ, რადგან სველი კატის დავარცხნა გაგიჭირდებათ. 

Zooclub

კატის დაბანის დროს ხელზე გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები – თუ კატა აგრესიულია ამ დროს ორომაგად
ბრაზდება და შეიძება დაკაწვრას ვერ გადაურჩეთ.

Zooclub

შეარჩიეთ კატის შამპუნი – არავითარ შემთხვევაში არ დაბანოთ თქვენი
კატა ადამიანის ან ძაღლის შამპუნით, რათა მისი ბეწვი არ გაუხეშდეს და კანზე ბაქტერიებისგან დამცავი ქერცლი არ ასძვრეს.

Zooclub

სასურველია, დახუროთ აბაზანის კარი, როდესაც კატას დასაბანად შეიყვანთ, რათა ის არ გაგექცეთ.

Zooclub

კატის ბანაობისთვის წყალი უნდა იყოს თბილი, არავითარ შემთხვევაში არ დაბანოთ ცხელი წყლით.

Zooclub

იმ პერიოდში, სანამ კატას აბანავებთ, დასაბან ჭურჭელში ჩაუყარეთ თავისივე სათამაშოები და ბანაობის პერიოდში, ითამაშეთ მასთან ერთად, რათა გაართოთ და არ გაგექცეთ აბაზანიდან.

Zooclub

ბანაობის შემდეგ, აუცილებლად გამოიყენეთ 2 პირსახოცი, რათა კარგად გაამშრალოთ თქვენი პატარა ბინადარი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფენი კატის გაშრობის მიზნით.

Zooclub

როდესაც დაამთავრებთ ბანაობის პროცედურას, აუცილებლად "დააჯილდოეთ" თქვენი პატარა ბინადარი მისთვის გემრიელი სასუსნავით, რათა მიახვედროთ, რომ კარგად მოიქცა.

Zooclub

ტეგები
goga
დამიჯერეთ რომ რეზინის ხელთათმანები ვერ გიშველით დაკაწვრისგან :)
nana
რა სიხშირით არის კატის ბანაობა აუცილებელი?
Rainbow
ძალიან მიყვარს კატები!!!!!!!!!! როცა ფისო მეყოლება ამ რჩევებს გავითვალისწინებ!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?