გრაციოზული და დიდებული კარაკალი: მოვლა სახლის პირობებში
გრაციოზული და დიდებული კარაკალი: მოვლა სახლის პირობებში
ცხოველის ეს სახეობა კატისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. გრაციოზული და ულამაზესი არსება თავისი ოჯახის წევრების მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევა და გარშემომყოფებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შინაური კარაკალი გარეულისგან გამორჩეულია, რადგან ის ადამიანების გარემოცვაში იზრდება, ამიტომ მისი ხასიათი თითქმის კატის სხვა სახეობების იდენტურია.

კატის სხვა ჯიშებთან შედარებით, მოვლასა და კვებას მეტად საჭიროებს. ბინის პირობებს ის მარტივად ეგუება.

სპეციალისტები გვირჩევენ, კარაკალი 4-6 თვის ასაკში ავიყვანოთ, თუმცა, რაც უფრო მალე ხვდება ფუმფულა ბინადარი ოჯახში, მით სწრაფად ეგუება გარემოს.

Zooclub

საოცარი გარეგნობა

კარაკალს სტეპის ფოცხვერასაც უწოდებენ. მისი სხეული მოზრდილი, თუმცა, სიგრძით
სტანდარტულია, თივთიკი მოკლე და ქვიშის შეფერილობითაა. თათებსა და ზურგთან შედარებით მუცელზე გრძელი ბეწვი აქვს. ამ ცხოველის
თვალები მართლაც რომ გამორჩეულია - დაახლოებით მოყვითალო, გარშემო შავი წრეებით.

Zooclub

ხასიათი

სახლში გაზრდილი კარაკალი კეთილი და მეგობრულია. როგორც ზევით აღვნიშნეთ, მისი თვისებები სხვა ჯიშის კატებისგან თითქმის არ გამოირჩევა. სახლში მოყვანისთანავე, პატრონი შეამჩნევს, თუ როგორ იცავს კარაკალი საკუთარ ტერიტორიას და უცხო ცხოველებს არ უშვებს, მაგრამ იგი მარტივად ეგუება ოჯახში სხვა ბინადრის არსებობას.

მისი აქტიურობა სწრაფად იცვლება სიზარმაცით: აქტიური თამაშისა და სეირნობის შემდეგ, კარაკალს შეუძლია მთელი დღე ეძინოს.

ამ გრაციოზული ცხოველის ყველაზე გამორჩეული თვისება ზედმეტი ცნობისმოყვარეობაა. ის რეაგირებას ახდენს პატარა ხმაურზეც კი და პატრონზე სწრაფად ჩნდება შემთხვევის ადგილზე. ტელეფონის ზარის ან კარზე კაკუნის შემთხვევაში, კარაკალი გარბის იმ ადგილზე და რჩება იქ, სანამ არ გაარკვევს, თუ საიდან მოდის აღნიშნული ხმა. 

აღზრდა და მოვლა

კარაკალი საოცრად ჭკვიანი და გონიერი ცხოველია, თუმცა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ის მტაცებელია. ამიტომ, აგრძნობინეთ მას თქვენი ავტორიტეტი (არა ჩხუბით ან ფიზიკური დასჯით) და გააკეთეთ ისე, რომ ოჯახის წევრებთან სუბორდინაცია დაიცვას -  დაუწესეთ სახლში მოქცევის წესები.

თუ სამომავლოდ არ ფიქრობთ მის გამრავლებას, პერიოდულად ის სახლიდან გაქცევას ეცდება, ამიტომ სტერილიზაცია/კასტრაცია საუკეთესო გამოსავალია.

კარაკალის დავარცხნა კვირაში სამჯერ შეგიძლიათ. ყურისა და თვალების შემოწმება აუცილებელია თვეში სამჯერ.

ისევე როგორც სხვა კატების უმეტესობა, კარაკალი აგრესიული ხდება ბრჭყალების დაჭრისას. ამისათვის სასურველია, შეიძინოთ ხის მასალა (მორი, მყარი ხის ტოტი), რითაც თავად შეძლებს ბრჭყალების გალესვას.

კარაკალს ძალიან უყვარს ბანაობა. მისთვის საინტერესო გასართობია აბაზანაში ან მდინარეში თამაში. სეირნობისას, აუცილებლად გაუკეთეთ საბელი. თუ თქვენი შინაური ცხოველი ქუჩაში აგრესიულად იქცევა, შესაძლებელია ალიკაპის გაკეთებაც.

სახლში გაზრდილი კარაკალის ცივ ამინდში გაყვანა არ არის რეკომენდირებული.

Zooclub

კვება

სახლის პირობებში კარაკალი უნდა კვებოთ უმი ხორცით: ხბოს ხორცი, ქათმის ხორცი, ცხვრის ფარში. საკვების რაოდენობა განისაზღვრება მისი ასაკისა და წონის მიხედვით, რომელსაც სპეციალისტი შეგირჩევთ. ცხოველის ულუფაში აუცილებელია ვიტამინების დანამატიც. იმ ტერიტორიაზე, სადაც კარაკალის საკვებია განთავსებული, ყოველთვის გქონდეთ სუფთა წყლით სავსე თასი.

Zooclub

სანამ ამ საოცარ ცხოველს აიყვანთ, აუცილებელია, იცოდეთ მისი ხასიათისა და ქცევების თავისებურება.

კარაკალი სახლის პირობებში შინაური ბინადარივით იქცევა, თუმცა, ის ყოველთვის იქნება თქვენი დამცველი და მეგობარი.

მნიშვნელოვანია ამ ცხოველთან გარკევული წესებისა და დისტანციის დაცვა, ასევე, კვების მკაცრი რეჟიმი. არ დაგავიწყდეთ, რომ როგორც არ უნდა გაწვრთნათ, ფოცხვერის სისხლში მტაცებლის თვისებები ყოველთვის იქნება.

ასევე იხილეთ:

როგორ დავალევინოთ კატას წამალი მარტივად და უსაფრთხოდ?

რომელი კატის ჯიშია ყველაზე მოსიყვარულე და პატრონს მიჯაჭვული?

არასოდეს დასაჯოთ თქვენი კნუტი და აი, რატომ...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?