კატის 4 ჯიში, რომლებიც შეიძლება ალერგიულმა ადამიანმა აიყვანოს
კატის 4 ჯიში, რომლებიც შეიძლება ალერგიულმა ადამიანმა აიყვანოს
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ დიდი სურვილი გვაქვს ვიყოლიოთ კატა, მაგრამ პრობლემაა - ოჯახის წევრს ამ ცხოველზე ალერგია აქვს? ძლიერი სურვილის შემთხვევაში, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

რატომ ემართება ადამიანს ალერგია კატაზე?

თავიდან აუცილებელია დადგინდეს, თუ რაზე აქვს ადამიანს ალერგია. არსებობს კატის ორი სახის ალერგია - პირველი, ბეწვზე (სიმულაცია, ალერგიული ბეწვი არ არსებობს), ეს უკვე ჩვევაში იზრდება და ყველა კატის ან სხვა ბეწვიანი ცხოველის დანახვაზე ადამიანი ფსიქოლოგიურად იწყებს ცემინებას, ხველებას და ა.შ. მეორე კი კატის კანიდან გამოყოფილ მიკრობზე (რეალური მიზეზი).

თუ ადამიანს ალერგია კატის
კანიდან გამოყოფილ მიკრობებზე აქვს, არ აქვს მნიშვნელობა მისი ბინადარი ფუმფულა ბეწვით თუ სრულიად თივთიკის გარეშე
დადის. საქმე ის არის, რომ ალერგიის პრობლემა ჩნდება არა ბეწვზე, არამედ კანის მიკრობებზე, ნერწყვზე, ფეკალიებსა და შარდზე.

არსებობს სპეციალური ჯიშები, რომლებიც შეიძლება იყოლიონ ალერგიულმა ადამიანებმა. ეს სახეობები რეაქციულ ნივთიერებებს გაცილებით ნაკლებად გამოყოფენ.

თუ ალერგიული ფონი ნაკლებად გამოხატულია, შესაძლებელია, ჩამონათვალიდან შეარჩიოთ სასურველი კატის ჯიში, მაგრამ თუ ძლიერი ალერგია გაქვთ, უარი თქვით ამ იდეაზე.  ამის თავიდან ასაცილებლად, ვერც ერთი ჯიში დაგეხმარებათ.

კატის რომელი ჯიშები იწვევს ყველაზე ნაკლებად ალერგიას?

კანადური სფინქსი

Zooclub

ითვლება, რომ იგი ყველაზე ჰიპოალერგიული ჯიშია. მის სხეულზე თითქმის არ არის თივთიკი, ხოლო თავად კანი ძალიან რბილი და თბილია. კანადური სფინქსი გამოირჩევა პატრონზე ზედმეტად მიჯაჭვულობით. ის ცნობისმოყვარე, მეგობრული და მშვიდია. იგი სრულიად არა აგრესიული სახეობაა. სხვა კატების მსგავსად, მასაც მოსწონს მზეზე ნებივრობა, თუმცა, დიდი შანსია, მიიღოს დამწვრობა. კანადური სფინქსი გენეტიკურად ჯანმრთელია, თუმცა, პერიოდულად სჭირდება თვალების წმენდა. ზამთარში სასურველია (თუმცა, არა აუცილებელი), ჩააცვათ თბილი ტანსაცმელი.

დონ სფინქსი

Zooclub

დონ სფინქსი გარეგნულად ძალიან ჰგავს კანადურ სფინქსს, მაგრამ ეს ერთადერთია, რითაც ერთმანეთს ჰგვანან. გენეტიკურად ისინი სავსებით განსხვავდებიან - იმდენად, რომ უკეთესია, თუ ამ ორ სახეობას არ შეაჯვარებთ. დონ სფინქსს კანი კანადურივით რბილი, თბილი და ნაოჭიანი აქვს. ის მშვიდი და კეთილი ხასიათით გამოირჩევა. მოსწონს თამაში, თუმცა, ურჩევნია ზედმეტი მოძრაობის გარეშე იწვეს. გარდა ამისა, ის დამჯერია, ამიტომ  მისი გაწვრთნა შეგიძლიათ

დევონ რექსი

Zooclub

ამ სახეობის სხეული დაფარულია დაბალი და ხვეული თივთიკით.  პატრონი შეამჩნევს, რომ მას განგურის პერიოდი თითქმის არ აქვს. ის ოჯახში მხოლოდ ერთ ადამიანს ირჩევს, ეჩვევა და სულ მასთან ერთადაა. დევონ რექსის ხასიათით ხშირად ადარებენ ძაღლს ან მეტიც, მაიმუნს. მას ნაკლებად აქვს კატის თვისებები.

ციმბირული კატა

Zooclub

მოულოდნელია, რომ ასეთი გრძელბეწვიანი, ფუმფულა არსება ამ სიაში მოხვდა და იგი ჰიპოალერგიულ ჯიშად ითვლება, თუმცა, კვლევის თანახმად, მისი ნერწყვი და კანიდან გამოყოფილი ნივთიერებები შეიცავენ ძალიან მცირე ალერგიის გამომწვევ მიკრობებს. ეს ჯიში ძალიან ეჩვევა ადამიანს, თუმცა, ბევრი მოფერება არ უყვარს.

ზემოთ ჩამოთვლილი კატის ჯიშების სწორი მოვლა უზრუნველყოფს ალერგიული ადამიანების კომფორტს. რა წესები უნდა დავიცვათ, რათა ალერგიის გამომწვევი რეაქცია მაქსიმალურად შემცირდეს?

1.კატა უნდა დაბანოთ კვირაში 1-2 ჯერ. ამისათვის, თქვენი ბინადარი ადრეული ასაკიდან მიაჩვიეთ აბაზანის პროცედურებს. შეარჩიეთ წყლის ის ტემპერატურა, რომ ცხოველი არ გაცივდეს, ხოლო შემდეგ კარგად გაამშრალეთ.

შენიშვნა: კატისთვის აბაზანის მიღების ინტენსივობა განპირობებულია მხოლოდ იმისათვის, რომ ადამიანმა მაქსიმალურად შეამციროს ალერგიის გამომწვევი მიზეზები. ჯანმრთელ გარემოში არ არის აუცილებელი კატის ამ პერიოდულობით დაბანა.

2. ყოველდღე კარგად გარეცხეთ კატის ნივთები (ტუალეტი, საკვები/წყლის ჯამი, სათამაშოები).

3. შინაურ ბინადართან და მის ნივთებთან ყოველი კონტაქტის შემდეგ ზედმიწევნით დაიბანეთ ხელები. სანამ კარგად არ დაიბანთ, ხელი სახესთან არ მიიტანოთ.

4. არ შეუშვათ ცხოველი თქვენს საძინებელში და არ დააწვინოთ საწოლზე.

5. კატეგორიულად არ მიუშვათ კატა მაგიდაზე და იმ ადგილზე, სადაც სადილობთ. ეს გაზრდის ორგანიზმში ალერგიის ალბათობის რისკს.

6. ბინაში ხშირად ჩაატარეთ სველი წესით წმენდა.

შინაური ცხოველის აყვანამდე უკეთესია, ჩაიტაროთ გამოკვლევა, თუ რაზე გაქვთ კონკრეტულად ალერგია. კატის აყვანამდე კარგად დაფიქრდით, რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებთ, რათა მომავალში მისი გაშვება ან გაჩუქება არ მოგიწიოთ. კატა პატრონზე მეტად იმ ადგილს ეჩვევა, სადაც ცხოვრობს, ამიტომ მისთვის რთულია გარემოს გამოცვლა.

ასევე იხილეთ:

რატომ აქვს ზოგ ადამიანს კატის ბეწვზე ალერგია?

კატის 5 ჯიში, რომლებსაც პატრონებთან "საუბარი" ძალიან მოსწონთ

რომელი კატის ჯიშია ყველაზე მოსიყვარულე და პატრონს მიჯაჭვული?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?