პატრონმა მიაგნო საშუალებას, რომელიც ღამე კატების დამშვიდებაში დაეხმარება და თავადაც მშვიდად დაიძინებს
პატრონმა მიაგნო საშუალებას, რომელიც ღამე კატების დამშვიდებაში დაეხმარება და თავადაც მშვიდად დაიძინებს
არა ერთი პატრონი უძილობას უჩივის, რადგან მათი ფუმფულა ბინადარი მთელი ღამის განმავლობაში ხმაურობს. თუ მსგავსი მომენტი სასაცილოდ გეჩვენებათ, თქვენ არასოდეს გაუღვიძებიხართ კატას, რომელიც თავზე გახტებათ, შუა ღამეს იწყებს თამაშს ან კნავილს.

რამდენად სულელურადაც უნდა ჟღერდეს, სოციალურ ქსელში იაპონელი ბიჭი, მეტსახელად tuntun-ი, კატის პატრონებს ეფექტურ გამოსავალს სთავაზობს.


მან გამოიგონა მარტივი და ჰუმანური საშუალება, თუ როგორ უნდა დაამშვიდოს ღამით ფუმფულა ბინადრები. უბრალოდ, მოათავსეთ ყუთი თქვენს საწოლზე, მასში ჩასვით კატა და ისიამოვნეთ მშვიდი ძილით.

Zooclub

"ყველაფერი გენიალური, მარტივია!" ბიჭი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა და ვერ იძინებდა,
როდესაც მისი ბინადრები ღამე აქტიურობას იწყებდნენ. ეს საშუალება სწორედ მათ დასამშვიდებლად გამოიგონა. შედეგად, კატები ყუთებში
მოკალათდნენ და ტკბილად დაიძინეს.

Zooclub

უდავოა, ეს საშუალება 100%-ით არ მუშაობს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, 4-დან 2 კატის დამორჩილება ვერ მოხერხდა, თუმცა, ამ შედეგით ხმაური ორჯერ შემცირდა.

ასევე იხილეთ:

პატრონმა კატას, რომელიც ყოველ დილით 4 საათზე აღვიძებდა, სამაგიერო გადაუხადა

რამდენიმე უცნაური ჩვევა, რასაც მხოლოდ კატის პატრონები გაიგებენ

რატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?