სიკეთე ბაქოში! სიცივის დადგომისას კატებისთვის საბურავებისგან სახლები გააკეთეს! - ამის გაკეთება ყველა ჩვენგანს შეუძლია!
სიკეთე ბაქოში! სიცივის დადგომისას კატებისთვის საბურავებისგან სახლები გააკეთეს! - ამის გაკეთება ყველა ჩვენგანს შეუძლია!
ზამთარი მოდის, ეს ნიშნავს, რომ შინაურ ცხოველებს სიცოცხლის გადასარჩენად კვლავ თბილი ადგილის ძებნა მოუწევთ.

იმისთვის, რომ ქუჩაში მცხოვრები ფუმფულა მეგობრებისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა, ბაქოს ერთ-ერთმა გულისხმიერმა მცხოვრებმა, ჯამილ ჰუსეინოვმა თავის ეზოში კატებისთვის უცნაური სახლები მოაწყო.

“ერთმანეთს მიმაგრებული ორი საბურავი, ყველა მხრიდან დიქტი. დიქტზე უსვამთ ლაკს, რომ წვიმისგან არ გაფუჭდეს. ყველა ხრახნი მოჭრილი და თავი მოხეხილი აქვთ, რომ კატები არ დაზიანდნენ. საბურავებზე პატარა ხის გადახურვაა, რომ შიგნით წვიმა და თოვლი არ ჩავიდეს”, - აუხსნა ჯამილმა თავისი ფეისბუქის გვერდზე იმ ადამიანებს, რომლებიც სავარაუდოდ
ასევე მოისურვებენ მსგავსი სახლების გაკეთებას ქუჩის კატებისთვის.

Zooclub

Zooclub

Zooclub

მისი თქმით, კატებს მოეწონათ ასეთი სახლი და ისინი
იქ უკვე მეორე დღე თბილად სხედან.

ჩვენ შეიძლება ყველა კატას ვერ დავეხმაროთ, მაგრამ ჩვენს სახლებთან ახლოს მცხოვრებ ცხოველებს თუ ასეთ სახლებს გავუკეთებთ, ეს უკვე დიდი სიკეთე და სიცოცხლის გადარჩენაა. ეს ფაქტი ნელ-ნელა ბევრ რამეს შეცვლის, მათ შორის - მთელ ცხოვრებას ამ კატებისთვის, რომელთაც ეს სახლები ზამთრის გადასატანად აუცილებლად სჭირდებათ და იმ საზოგადოების ხედვას, რომელიც მეტ სიკეთეს ითხოვს, იღებს, გასცემს!

სიკეთე ჩვენშია და სიკეთე ჩვეულებრივია!

პირადად ჩვენც, სათითაოდ, შეგვიძლია ქუჩის ცხოველების ასე დახმარება!

როდესაც ზამთარი, სიცივე და ყინვა მოდის - აუცილებლად უნდა
გვახსოვდეს!
ყინვასა და სიცივეში მშიერი ძაღლი 17 საათში იღუპება, მშიერი კატა კი - 6 საათში...
თქვენთვის მათი დაპურება და გათბობა წვრილმანია!
უსახლკარო ცხოვლებისთვის კი სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი!
დააპურეთ და გაათბეთ უსახლკარო ცხოველები!
ისინი ხომ მთელი არსებით მხოლოდ გადარჩენას ცდილობენ!


ასევე ნახეთ: "ავტოსადგურის თანამშრომლებმა უსახლკარო ძაღლებისთვის ყინვის დროს ღამის გასათევი მოაწყვეს - ამის გაკეთება ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარ უბანში!"

მკვდარი კატა-ს
შენ ხარ ”ინტრიგანის” მეორე ნიკი :D ან მაგის უტვინო მამიდაშვილი, მეტის ტრაკი რომ არ გაქვთ წერთ სისულელეებს, ანუ აცანცარებთ ტრაკს :D გააგრძელე
მკვდარი კატა
სჯობს პირდაპირ დავხოცოთ
მათ, ვინც ინტრიგანს გამოეხმაურა-ს
მაშინ თვითონ რა ტვინი იღრძო სისულელეების როშვით. მართლა ინტრიგანი ეგ :D რაც დათესა ის მოიმკა
მათ, ვინც ინტრიგანს გამოეხმაურა
ხალხო, რა ვენები გადაიჭერით, მეტი საქმე არა გაქვთ? თქვე მართლა კლავიატურის ლომებო
ინტრიგა-ს
აი ის საბურავი თავზე უნდა წამოგანცონ და შიშველს უნდა გარბენინოს რუსთაველზე თანაც ცეცხლ-მოკიდებულ საბურავით შე გაუმაძღარო, წარმომიდგენია რა კრიჟანი-ვაჭარი იქნები, ალბათ ლარის გულიზე ოჯახსაც გაყიდი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?