ნაყენი, რომლის დახმარებით ავეჯს კატის ბრჭყალებისაგან დაიცავთ
ნაყენი, რომლის დახმარებით ავეჯს კატის ბრჭყალებისაგან დაიცავთ
ძაღლისგან განსხვავებით კატის დამორჩილება რთულია.  როგორც არ უნდა დასაჯოთ და აუკრძალოთ ზოგიერთ ადგილზე მისვლა ან მიუთითოთ, არ დააზიანოს სავარძლის, იატაკის და ზედაპირი, ის თითქოს სპეციალურად, ჯიბრით აკეთებს ამას.

კატა განსაკუთრებით ემტერება ოთახის მცენარეებს, ამიტომ არსებობს მარტივი გამოსავალი: უბრალოდ ქოთანში და მის გარშემო მოათავსეთ გირჩები, ცხოველს მასზე სიარული გაუჭირდება და ამგვარად შეძლებთ მცირედით მაინც დაიცვათ მცენარეები.

Zooclub

ასევე, შეგიძლიათ, თავად მოამზადოთ ნარევი, რომლის არომატიც კატას შეაშინებს და შედეგად, ავეჯის დაზიანებას მოერიდება.

ამისათვის დაგჭირდებათ:

სუფთა პლასტმასის ბოთლი სპრეის თავსახურით;

ჭურჭლის სარეცხი სითხე;

ლიმონისა და ევკალიპტის
ეთერზეთი - 5/5 წვეთი;

წყალი.

Zooclub

როგორ მოვამზადოთ?

ბოთლი გაავსეთ ¾ წყლით;

დაუმატეთ 2-3 წვეთი ჭურჭლის
სარეცხი სითხე;

Zooclub

5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი;

5 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი;

Zooclub

ნარევი კარგად შეანჯღრიეთ და მოაფრქვიეთ იმ ადგილებს, სადაც არ გინდათ, რომ თქვენი კატა მივიდეს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ცხოველის ტკიპებისა და რწყილებისგან განთავისუფლების ნატურალური, მარტივი და ეფექტური საშუალება

თუ თქვენს ძაღლს კანი ხშირად ექავება და სპეციფიკური სუნი მძაფრად აქვს, ეს ნაყენი ამ პრობლემას მოაგვარებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?