რატომ აქვს ზოგ ადამიანს კატის ბეწვზე ალერგია?
რატომ აქვს ზოგ ადამიანს კატის  ბეწვზე ალერგია?
ალბათ არაერთხელ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები, თუმცა, ბეწვზე ალერგია აქვს და ამის გამო, შინაური ბინადრის აყვანისაგან თავს იკავებს.

კატის შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ ალერგიას ცხოველის ბეწვი არ იწვევს, ამ პრობლემის მთავარი მიზეზი პროტეინი FEL D1-ია, რომელსაც შეიცავს კატის ნერწყვი. როდესაც კატა იბანს პირს ან ილოკავს სხეულს, მისი ნერწყვი გადადის ბეწვზე, ხოლო შემდეგ იგი ხვდება ავეჯზე ან ნოხზე.

თითოეულ ინდივიდში ნერწყვიდან სხვადასხვა რაოდენობის პროტეინი გამოიყოფა, თუმცა, ძუ კატები ნაკლებ ალერგიულები არიან, ვიდრე ხვადები.

კატის ალერგიის წინააღმდეგ, არსებობს ორი პროფილაქტიკური საშუალება: ხშირად დაბანოთ
ცხოველი (რაც არ არის რეკომენდირებული), რათა ალერგიის გამომწვევი ნივთიერება შეამციროთ, ან რეგულარულად წმინდოთ ცხოველის ბეწვი
რბილი ქსოვილით.

ასევე იხილეთ:

მეცნიერებმა მიაგნეს კატისგან გამოწვეულ ალერგიის საწინააღმდეგო მეთოდს

ალერგია ცხოველებზე - როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა

ძაღლის რვა ჯიში, რომლებზეც ალერგია არ დაგემართებათ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?