როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კნუტს ქუჩიდან ავიყვანთ?
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კნუტს ქუჩიდან ავიყვანთ?
წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში საშინელი ამინდია: თავსხმა წვიმა ან ისეთი თოვლი, რომ ერთი მეტრის რადიუსზე რთულია, რამე დაინახო. თქვენ ფეხებთან შემთხვევით ამჩნევთ უცნაურ ცოცხალ არსებას - უპატრონო კნუტს, რომელიც ძალიან გამხდარი და საცოდავია. ვის არ გაუთბება გული ასეთი სანახაობის შემხედვარე? უმეტესობა ჩვენგანს მოუნდება მისი აყვანა, გათბობა, გამოკვება და თუ ვერ დავიტოვებთ, ყველანაირად ვეცდებით, რომ მოსიყვარულე პატრონი მოვუძებნოთ. მხოლოდ ერთი რამ გვაყოვნებს: რამდენად ჯანმრთელი შეიძლება იყოს ქუჩაში მცხოვრები კნუტი ან კატა? 

პირველი ეპიზოდი: გამოვკვებოთ და გავათბოთ

ჯანმრთელი, სუფთა კნუტი ქუჩიდან? ეს ძალიან იშვიათობაა.
ამიტომ, პირველ რიგში, მოათავსეთ ის იზოლაციაში (განსაკუთრებით იმ დროს, თუ სხვა შინაური ცხოველიც გყავთ), რათა
ინფექცია და პარაზიტები სახლში არ გავრცელდეს. მოუწყვეთ მას ყუთი, სადაც დაუგებთ თბილს საფენს.

როცა კნუტი გათბება, შეგიძლიათ გამოკვებოთ. თუ კატის ნაშიერი 1 თვისაც არაა, მისი გამოკვება შეიძლება უცხიმო ხაჭოთი, რბილი ყველით ან ბავშვისთვის განკუთვნილი ფაფით, რომელიც აფთიაქებში იყიდება. არ შეიძლაბა პატარა კნუტს მისცეთ სოსისი ან მსგავსი საკვები, თუმცა, ზრდასრულ კატას ეს არ ავნებს. საკვებთან ერთად კატას/კნუტს აუცილებლად უნდა დაუდგათ წყლით სავსე ჯამი.

თუ სახლში მოიყვანთ რამდენიმე დღის დაბადებულ კნუტს, რომელიც ჯერ ვერ ხედავს ან თვალები ახალი ახელილი აქვს, მისი გამოკვება შპრიცის (არ დაგავიწყდეთ ნემსის მოხსნა) დახმარებით მოგიწევთ, რადგან ჯამში დასხმულ საკვებს ის ვერ შეჭამს. საკვების მიღების შემდეგ, მას მუცელზე მსუბუქი მასაჟი უნდა გაუკეთოთ, ხოლო ამის შემდეგ მარლის ტამპონით გაუწმინდეთ სასქესო ორგანო.

კნუტი, რომელიც 3 კვირაზე მეტისაა, თავისუფლად შეგიძლიათ მიაჩვიოთ ტუალეტს - საკვების მიღების შემდეგ დასვით ის იმ ადგილას, სადაც ტუალეტს მოუწყობთ (მისი ტუალეტი აუცილებლად უნდა შედგებოდეს სპეციალური ქვიშისგან). პირველ დღეებში ის დაყნოსავს ამ ადგილის კუთხეებს და დაიწყებს კნავილს, თუმცა, რამდენიმე დღეში შეეჩვევა.

მეორე ეპიზოდი: დეზინფექცია და მკურნალობა

თუ კნუტს ვიზუალური დაზიანება არ აქვს, შეგიძლიათ მისი სხეული სველი ტამპონით გაწმინდოთ. წყალი უნდა იყოს თბილი.

იმ შემთხვევაში თუ დაზიანებას შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ წაიყვანეთ ვეტერინართან, რათა მან დროულად დაუნიშნოს მკურნალობა.

მესამე ეპიზოდი: პროფილაქტიკა

სახლში მიყვანიდან ორ კვირიანი კარანტინის შემდეგ, თუ არ გამოვლინდა რაიმე დაავადება, შეიძლაბა კვლავ ესტუმროთ ვეტერინარს. ამ შემთხვევაში - ვაქცინაციის დაწყებისთვის. ექიმი დაგინიშნავთ რწყილების საწინააღმდეგო საშულებებს, გირჩევთ, როგორ მისცეთ კნუტს ჭიის წამალი და როდიდან დაიწყოთ ვაქცინაცია.

კნუტისთვის კარანტინი დამთავრებულია. ამ პერიოდში ის უნდა შეჩვეოდა ტუალეტს, ამიტომ შეგიძლიათ მას მისცეთ თავისუფლება ან ჩააბაროთ ახალ პატრონს.

აუცილებელია, ცხოველს მოექცეთ ნაზად. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, სანამ თქვენამდე მოვიდოდა, რა საშინელება გამოიარა ქუჩაში ცხოვრების პერიოდში. მაშინაც კი, თუ ის სწრაფად ვერ შეეჩვია ტუალეტს, არ გააგდოთ ქუჩაში, მთავარი მოთმინებაა და ის ყველაფერს ისწავლის დროთა განმავლობაში. მოექეცით მას თბილად და ეს ფუმფულა არსებაც უსაზღვრო სიყვარულს გაჩუქებთ მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში.

ასევე იხილეთ:

რჩევები მათთვის, ვინც გადაწყვიტა შინ კატა იყოლიოს

ბანაობის პროცედურა კატებისთვის

როგორ ვასწავლოთ კნუტის მოვლა ბავშვს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?