კატის უცნაური სახლები (+ფოტო)
კატის უცნაური სახლები (+ფოტო)
კატებს ძალიან უყვართ ყუთები. ამ ფაქტს კატის ყველა პატრონი დაგიდასტურებთ. უყიდეთ მათ ახალი საწოლი და ისინი მის ჩასადებ ყუთში დაიძინებენ. მათ ნებისმიერი ნივთის ყუთი ურჩევნიათ, ვიდრე თავად ნივთი.

თუმცა, თუ თქვენ გინდათ კატა გაახაროთ, ააწყეთ მსგავსი სახლი საინტერესო და თქვენთვის სასურველი დიზაინით.

მაგალითისთვის გაეცანით ერთ-ერთი დიზაინერის მიერ შექმნილი კატის სახლებს. იგი ამსტერდამიდანაა. სახლები Poopy Cat 7 განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა, მათ შორისაა ეიფელის კოშკი, თეთრი სახლი და სხვ. ისინი გადამუშავებული მასალისგან შედგება და ორფენაა, რაც მათ გამძლეობაზე მეტყველებს.

როგორც ფოტოებში ნახავთ, კატებს
ისინი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდათ. ბოლოს და ბოლოს კატაც კი ვერ გაუძლებს შემოთავაზებას ღამე პრეზიდენტის სასახლეში
გაათიოს.

იხილეთ ფოტოგალერეა

Zooclub
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?