მავნებელია თუ არა შაქარი კატებისთვის?!
მავნებელია თუ არა შაქარი კატებისთვის?!
"შაქარი მავნებელია კბილებისთვის! შაქრის გამო სუქდებიან! შაქარი იწვევს დიაბეტს!", - ხშირად გვესმის ეს სიტყვები კატების პატრონებისგან. აქედან რა არის სიმართლე?

პატრონების უმეტესობა იხრება იმ აზრისკენ, რომ შაქარი არ უნდა იყოს მათი ბინადრის შემადგენლობაში. შაქარი ფაქტობრივად არ ახდენს გავლენას გემოზე.

ჩატარდა გამოკვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ კატები ვერ არჩევენ ტკბილ გემოს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გვინდა კატების საჭმელს მეტი გემოვნებითი მიმზიდველობა დავუმატოთ, შაქარი ამაში ვერ დაგვეხმარება.

საკვებში ხანდახან ურევენ კარამელს, ოღონდ სულ სხვა მიზნით: ის ყავისფერი საღებავია და მისი დახმარებით კატის საკვები
კარგად გამოიყურება. შემადგენლობის მაქსიმუმი 0.5 გრამი 100 კილო საკვებზე ძალიან მცირეა, 24 საათში გამოდის 1.5
გრ. შაქრის ასეთი შემადგენლობა აბსოლუტურად უმნიშვნელოა დიეტოლოგებისთვის - ამაში სპეციალისტები ერთ აზრზე არიან. სხვათაშორის, კარამელსა და შაქრის საღებავს მწარე გემო აქვს.

Zooclub
ემართებათ თუ არა კატებს შაქრისგან კარიესი?


ჩვენთვის, ადამიანებისთვის შაქარი კარიესის #1 გამომწვევი მიზეზია. კატებს კბილების წყობისა და ნერწყვის შემადგენლობის გამო, კარიესი არ ემართებათ - საკვებში შაქრით, თუ მის გარეშე არ აქვს მნიშვნელობა. ხშირად კატებს კბილების სულ სხვა დაავადებები აწუხებთ. ეს პრობლემა ველურ კატებში ისევე იშვიათად შეიმჩნევა, როგორც შინაურ კატებში.


Zooclub
სუქდებიან თუ არა კატები შაქრის გამო?


გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ საკვებში შაქრის შემადგენლობასა და კატებში სიმსუქნით გამოწვეულ ცხიმებს შორის არანაირი კავშირი არ არის. უმეტეს შემთხვევაში წონის მომატება საკვებში კალორიების ძალიან მაღალ შემცველობას უკავშირდება და არა ნახშირწყლების შემადგენლობას, თუ შაქრის არსებობას.

Zooclub
იწვევს თუ არა შაქარი დიაბეტს კატებში?

400 კატიდან შეიძლება ერთი დაავადდეს დიაბეტით. რისკის ფაქტორებია: გენეტიკური მიდრეკილება, სიბერე, ჭარბი წონა.
დიაბეტის განვითარება საკვებში შაქრის შემცველობასთან კი არა, ზედმეტ კვებასთან არის დაკავშირებული.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?