როგორ გავაჩუქოთ/გავყიდოთ კნუტები?
როგორ გავაჩუქოთ/გავყიდოთ კნუტები?
კნუტების გაჩენა სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
ერთ-ერთი ურთულესი ამოცანა ყოველი კნუტისთვის მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონის მოძებნაა. ეს არაა ყოველთვის ადვილი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს კატას ჯიშიანი პატარები შეეძინა.

კნუტების გაჩუქება/გაყიდვისთვის მზადების დაწყება, შეძლებისდაგვარად, მათ დაბადებამდე სჯობს. როგორც კი გაიგებთ, რომ თქვენი კატა კნუტებს ელოდება, მაშინვე სთხოვეთ ოჯახის ყველა წევრს და ახლო მეგობრებს, რომ მომავალ კნუტებზე თავის ნაცნობებსა თუ კოლეგებს შეატყობინონ.

მას მერე, რაც კნუტები დაიბადებიან, საჭიროა ცოტა მოცდა, სანამ ცოტა არ წამოიზრდებიან, ხოლო შემდეგ, ყოველ მათგანს გადაუღეთ
ფოტო ლამაზ ფონზე, მოაწესრიგეთ სათითაოდ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კნუტებს სუფთა თვალები და ყურები ჰქონდეთ. ასევე,
შეიძლება კნუტების გარემოცვაში მყოფი დედა კატისთვის ფოტოს გადაღება. მაგრამ არ ღირს ახალდაბადებული თვალაუხელელი კნუტების ფოტოგრაფირება. დაელოდეთ, სანამ ისინი ლამაზები და ფუმფულები გახდებიან.

Zooclub

შეადგინეთ პატარა საინტერესო განცხადება (თუ გინდათ იყოს ლექსის სახით), სადაც თქვენი კნუტების ღირსებებს მოიხსენიებთ (კარგი ზნე, იშვიათი შეფერილობა, ანცობა და ა.შ.). რაც უფრო ხატოვნად იქნება განცხადება დაწერილი, მით დიდი შანსი გექნებათ, რომ ვინმე დაინტერესდება თქვენი კნუტით. არ ღირს განცხადებაში ცრუ ინფორმაციის გამოყენება, რადგან მან, ვინც კნუტი აიყვანა, შეიძლება, შემდგომ დააბრუნოს ან ქუჩაშიც კი გააგდოს.

შედგენილი განცხადება უფასო ქაღალდზე და ელექტრო გაზეთებში განათავსეთ. არ დაივიწყოთ ყველა კნუტის ფოტოებზე გადასასვლელი მისამართების გამოქვეყნება. გარდა ამისა, განცხადების გამოსაქვეყნებლად გამოიყენეთ სოციალური ქსელები (ფეისბუქი, ოდნოკლასნიკი, ვკონტაქტი და სხვ.). განაახლეთ ფოტოები კნუტების ზრდის მიხედვით.

კნუტების გაჩუქების შანსი ბევრად გაიზრდება, თუ თქვენ მათ  ტუალეტად ქვიშის გამოყენებასა და მშრალ საკვებს მიაჩვევთ. ასევე, გაუკეთებთ ასაკის მიხედვით მათთვის აუცილებელ აცრებს. ბევრად უკეთესია, როდესაც პატარები კბენისა და დაკაწვრის გარეშე თამაშს არიან მიჩვეული.

თუ გსურთ ჯიშიანი კატების გაყიდვა, ზემოთ ხსენებულთან ერთად, თქვენი ბინადრები გამოფენაზე წაიყვანეთ. სხვადასხვა შოუში გამარჯვება მათი გაყიდვის შანსს გაზრდის.
თუ თქვენ დაგირეკეს და ფისოს სანახავად შეხვედრის ვიზიტზე შეგითანხმდნენ, დარწმუნდით, რომ თქვენი ბინა კარგადაა დალაგებული. ავეჯზე და ხალიჩებზე არ არის ბეწვი, ფარდები არ არის ჩამოხეული და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბინაში არ იდგეს კატის შარდის სუნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კნუტების აყვანის/ყიდვის მსურველმა შეიძლება იფიქროს, რომ თქვენი კნუტები ბევრ პრობლემას შეუქმნიან.

Zooclub

მიეცით უფლება კნუტების აყვანის/ყიდვის პოტენციურ მსურველს გულდასმით დაათვალიეროს თქვენი ბინადარი, ხელში აიყვანოს. ასე თქვენ გააკეთებთ იმის დემონსტრაციას, რომ არაფერს მალავთ და თქვენი კნუტები ჯანმრთელები და სუფთები არიან. ყველა ჯიშიან კნუტს საგვარეულო ნუსხა უნდა ჰქონდეს, რომელიც ყველა წესის მიხედვით იქნება შედგენილი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?