როგორ და რითი ვკვებოთ კნუტი
როგორ და რითი ვკვებოთ კნუტი
თუ თქვენ მოიყვანთ სახლში კნუტს, ნამდვილად გექნებად იმის სურვილი, რომ თქვენი ახალი ბინადარი ჯანმრთელი, ლამაზი და სრულყოფილი გაიზარდოს.

კნუტის მოვლაში კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწორი კვება. პირველ ყოვლისა მისი კვების რეჟიმი უნდა იყოს დაბალანსებული, რაც მის ზრდასა და განვითარებაზე მნიშვნელოვნად აისახება.

კნუტის არასწორი კვება იწვევს მის ჩამორჩენილობას ზრდაში, წონაში, აისახება მის გარეგნობაზე, შინაგანი ორგანოების დაზიანებასა და შესაძლოა, ფატალური დასასრულის მიზეზიც გახდეს. ამიტომ ოთხფეხა ბინადარის კვებას სგანსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

იმდენად, რამდენადაც კატა ხორცისმჭამელი ცხოველია, მის რაციონში უნდა შედიოდეს დიდი
რაოდენობით ცხოველური საკვები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მხოლოდ ხორცით კვებოთ. მისი კვება უნდა
იყოს დაბალანსებული სხვადასხვა მისთვის სასარგებლო საკვებით. კნუტის სრულყოფილად განვითარებისთვის საჭიროა, როგორც ცილებით, ასევე ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება. ასევე ვიტამინები და მიკროელემენტები.

კნუტისთვის საჭიროა კვების დროც სწორად გქონდეთ განაწილებული: დედასთან განშორებიდან (1,5-2 თვის) 4 თვემდე აუცილებელია, კვებოთ ის დღეში 5-ჯერ. 4-5 თვის შემდეგ, საკვები მიეცით დღეში 4-ჯერ. 6-დან 8 თვემდე მისი საკვები გაანაწილეთ დღეში 3-ჯერ, ხოლო 8 თვის შემდეგ შეაჩვიეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი დღეში ერთხელ ან ორჯერ ჭამას.

როგორც კი კნუტს მოიყვანთ სახლში, გადაწყვიტეთ, რა სახის საკვები აჭამოთ. არ არის სასურველი მისი კვების რაციონის ხშირად ცვლა, იმიტომ, რომ კატას შეუძლია გამოიჩინოს "გმირული" სიჯიუტე და უარი თქვას სხვა სახის საკვებზე. არჩევანი თქვენზეა - ნატურალური საკვები, თუ კატის სპეციალური საკვები მისცეთ მას.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?