რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები სინამდვილეში?
ბევრი რამ გვსმენია კატებზე, რომლებმაც დიდ ხანს იცოცხლეს, ზოგიერთმა მათგანმა 20 წელსაც გადააბიჯა. მაგ: რეკორდების წიგნში შევიდა ყველაზე ხნიერი კატა მსოფლიოში – მან 38 წელი იცოცხლა.
უმეტესობა ფისომოყვარულებისა, როდესაც მათი ოთხფეხა ბინადარი 5 წელს მიაღწევს, უჩნდებათ კითხვა, თუ რამდენი ხანი იცოცხლებს მისი საყვარელი კატა. – კითხვა ლოგიკურია.
რამდენ ხანს ცოცხლობენ ოჯახის კატები?
კატის ხანგრძლივი სიცოცხლის პერიოდი 20 წელია, შესაძლოა კიდევ რამდენიმე წლით მეტიც, მაგრამ როგორც თავში ავღნიშნეთ, არის გამონაკლისებიც და სწორი მოვლისა და კარგი გენეტიკის შემთხვევაში შეიძლება 30 წელზე მეტიც იცოცხლოს.
როგორც გვარწმუნებენ ვეტერინარები, თუ კატა სტერილურია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება 2-4 წლით. თუმცა, ეს პატრონის გადასაწყვეტია გაუკეთებს, თუ არა მის ოთხფეხა ბინადარს სტერილიზაციას.
რამდენ ხანს ცოცხლობენ უპატრონო კატები?
კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ისევე როგორც სხვა ცხოველის, დამოკიდებულია გარემოპირობებზე, სადაც ისინი იმყოფებიან. კატა, რომელიც ცხოვრობს იჯახში, ჰყავს პატრონი და მასზე ზრუნავენ, გაცილებით დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ქუჩაში უპატრონოდ მოხეტიალე კატა. მას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება საშიშროება. შეიძლება თავს დაესხას ძაღლი, ან მანქანის მსხვერპლი გახდეს. გარდა ამისა, დიდი ალბათობაა შეეყაროს უკურნებელი ინფექცია, ან მოიწამლოს საკვებით. ასევე, ყოველდღიური სტრესი და შიშები ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ქუჩაში მცხოვრები კატა დაახლოებით 6-8 წელი ცოცხლობს.
არის თუ არა დამოკიდებული კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა მის ჯიშზე?
ეს სადავო საკითხია, რადგან ერთნი მიიჩნევენ, რომ კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა მის ჯიშსა და გენეტიკაზეა დამოკიდებული. მაგ: ბრიტანული და სიამის კატები ცოცხლობენ დაახლოებით 15 წელი, ხოლო სპარსული ჯიშის კატა ცოცხლობს მათზე 2-4 წლით მეტ ხანს.
ამის მტკიცება ძალიან რთულია, მით უმეტეს, რომ ნაწილი ვეტერინარების მოსაზრებით, არანაირი კავშირი არ აქვს კატის ჯიშს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. მთავარია, მიექცეს ყურადღება მის ჯანმრთელობას, პატრონი კვებავდეს მას სწორად, ასევე ჰქონდეს სითბო და სიყვარული. ამ შემთხვევაში თქვენი ბინადარი იცოცხლებს დიდხანს და არანაირი მნიშველობა არ აქვს, თუ რა ჯიშის არის ის.
როგორ გავუხანგრძლივოთ კატას სიცოცხლე?
1. თქვენი ოთხფეხა ბინადარი ყოველთვის ხარისხიანი საკვებით გამოკვებეთ.
2. არ დაგავიწყდეთ, რომ მისთვის აუცილებელია დიეტა (კონსულტაცია გაიარეთ ვეტერინართან).
3. ყოველ წელს გაუკეთეთ აუცილებელი ვაქცინაცია.
4. პროფილაქტიკისთვის წელიწადში რამდენჯერმე მიიყვანეთ ვეტექიმთან.
5. თვალყური ადევნეთ მის ჯანმრთელობას (ზოგიერთ შემთხვევაში, ვიზუალურად არ გამოხატავს, როცა კატა ავად არის).
6. კატისთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, დაუთმეთ დრო და ითამაშეთ მასთან ერთად.
7. მიაქციეთ ყუადღება მის ჰიგიენასა და სისუფთავეს.
8. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ რომ თქვენი ბინადარი გამრავლდეს, გაუკეთეთ სტერილიზაცია.
9. არ კვებოთ ზედმეტად, რადგან ეს მის ჯანმრთელობას ვნებს.
10. ყოველთვის მოექეცით თქვენს ოთხფეხა ბინადარს სითბოთი და სიყვარულით.