სჭირდება თუ არა კნუტს ვიტამინები? 5 მნიშვნელოვანი დანამატი მისი ჯანმრთელობისთვის
სჭირდება თუ არა კნუტს ვიტამინები? 5 მნიშვნელოვანი დანამატი მისი ჯანმრთელობისთვის
კნუტი იგივე ბავშვია, რომელიც ითხოვს დაცვას, სიყვარულს, მოფერებასა და სწორი კვების რაციონის შერჩევას. იმისათვის, რომ პატარა არსება ბედნიერი და ჯანმრთელი გაიზარდოს, აუცილებელია არა მარტო ხარისხიანი საკვები, არამედ კომპლექსური ვიტამინები.

თუ  კნუტმა უმიზეზოდ წონაში კლება დაიწყო, ზრდაში ჩამორჩება და სისუსტე ემჩნევა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა ვიტამინების ნაკლებობა იყოს. მის საკვებ რაციონს დაუმატეთ ის ვიტამინები, რომლებიც ზოომაღაზიებში იყიდება.

მთავარია იცოდეთ, თუ რომელი ვიტამინი სჭირდება შინაურ ცხოველს ზრდისა და გარეგნული განვითარებისთვის.

კატის განვითარებისთვის 5 ყველაზე მთავარი დანამატი:

Zooclub

1. ვიტამინი A - დადებითად მოქმედებს ბეწვის ხარისხზე,
ასევე მხედველობისა და კანის მდგომარეობაზე.

2. ვიტამინი D - ამ ვიტამინის უკმარისობამ შესაძლოა, კნუტებში რაქიტი გამოიწვიოს.
ასევე, ვიტამინი D კატის ორგანიზმში უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის ბალანსს.

3. ვიტამინი E - სამომავლოდ დადებითად მოქმედებს კატის გამრავლებაზე. ასევე, მას გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.

4. ვიტამინი K - დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევის დროს და ხელს უწყობს სისხლის შედედებას.

5.B ჯგუფის ვიტამინები - სასარგებლოდ მოქმედებს კნუტის ემოციურ მდგომარეობაზე და მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის დროს. ამავე ჯგუფის ვიტამინები გავლენას ახდენს თქვენი ფუმფულა მეგობრის აქტიურობისას.

Zooclub

დეტალების დასაზუსტებლად მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც ზუსტად შეგირჩევთ, თუ რომელი ჯგუფის ვიტამინი იქნება სასარგებლო თქვენი შინაური ცხოველისთვის.

ასევე იხილეთ:

როგორ მივხვდეთ, რომ კატას რამე სტკივა?

კატის ცოფის სიმპტომები: მისი ძირითადი ნიშნები და საფრთხის თავიდან აცილება

6 ნიშანი, რომ შინაური ცხოველი სიმსივნით იტანჯება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?