6 ნიშანი, რომ შინაური ცხოველი სიმსივნით იტანჯება
6 ნიშანი, რომ შინაური ცხოველი სიმსივნით იტანჯება
საშინელი სიმართლე: 10 წელს გადაცილებული ძაღლების ნახევარი და კატების მესამედი სიმსივნით იტანჯება.


რა სიმპტომები ახასიათებს ორგანიზმში სიმსივნური კერების წარმოქმნას?

კიბოს სიმპტომები კატებში: 

მადის დაქვეითება

თუ თქვენი კატა ადრე განსაზღვრულ საკვებს დროულად მიირთმევდა, ხოლო ახლა ნახევარს ტოვებს ან თითქმის არ ჭამს, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან.

გამონაყარი

თვალების ირგვლივ და ყურის ღრუში ჩირქოვანი გამონაყარი, ხოლო შემდეგ კერების გაფართოება შესაძლოა იყოს კიბოს ერთ-ერთი სიმპტომი.

გართულებული სუნთქვა

ხველა, ცემინება, გახშირებული სუნთქვა და სისუსტე - მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

კიბოს სიმპტომები ძაღლებში:

წანაზარდები
და
მეჭეჭები


ზრდასრულ ძაღლებს არც თუ ისე იშვიათად უჩნდებათ წანაზარდები ან მეჭეჭები, რომლებიც კეთილთვისებიან წარმონაქმნად ითვლება და საშიში არ არის, მაგრამ თუ ის იზრდება, ეს ყურადსაღებია.

სისხლის გამოყოფა

დააკვირდით შინაური ცხოველის ჯამს ან სათამაშოს, ხომ არ რჩება მასზე სისხლის კვალი?  ასევე, ამოსდის თუ არა ძაღლს პირიდან უსიამოვნო სუნი? ეს პირის ღრუს სიმსივნის მანიშნებელია.

შენიშვნა: პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი ლეკვებსა და ძაღლებში გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შესაძლოა, იყოს კარიესის ან კბილის დაავადების მიზეზით გამოწვეული. თუ ძაღლს მხოლოდ ეს უკანასკნელი პრობლემა აქვს, ნუ შეშინდებით.

სიკოჭლე

თუ სიკოჭლე ფიზიკური დაზიანებების გარეშე წამოიქმნება და დიდი ხნის განმავლობაში არ გადის, ასევე, თავს იჩენს პერიოდულად, მიმართეთ ვეტერინარს.

შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები დამახასიათებელია სხვადასხვა დაავადებისთვის, ამიტომ ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებლად და დროულად მიმართეთ ექიმს, რათა თქვენი ბინადრის მკურნალობის პროცესი მეტად ეფექტური იყოს.

ასევე იხილეთ:

კატის ცოფის სიმპტომები: მისი ძირითადი ნიშნები და საფრთხის თავიდან აცილება

8 რჩევა ხნიერი ძაღლის პატრონებს, რაზეც თქვენი შინაური ცხოველი მადლიერი იქნება

სპეციალისტებმა ცხოველებისთვის კიბოს წამალი შექმნეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?