კატის ცოფის სიმპტომები: მისი ძირითადი ნიშნები და საფრთხის თავიდან აცილება
კატის ცოფის სიმპტომები: მისი ძირითადი ნიშნები და საფრთხის თავიდან აცილება
კატის თითოეულმა მფლობელმა უნდა იცოდეს ნიშნები, რომლებიც ცოფის დაავადების დროს ცხოველს ახასიათებს. ცოფი სასიკვდილო ვირუსული ინფექციაა, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს.

ცოფით დაინფიცირებულ შინაურ კატას, გარკვეულ მომენტებში, აღენიშნება ქცევის ცვლილებები და მისი მოქმედებები გარეული კატის ქცევებს ჰგავს.

მთავარი საშიშროება კი ისაა, რომ დაავადება არა მხოლოდ ცხოველზე, არამედ ადამიანზეც ვრცელდება და საბოლოოდ, ფატალურად სრულდება.

როგორ გადაეცემა ცოფის ვირუსი?

ცოფის ვირუსი ერთი ცხოველიდან მეორეს კბენის დროს ნერწყვის საშუალებით გადაეცემა.

ასევე, გადაცემა ხდება, თუ დაზიანებულ კანზე დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვი მოხვდა.

ორგანიზმში ვირუსის გავრცელება ხდება
ეტაპობრივად:

ინფექცია სწრაფად ვრცელდება ნაკბენიდან ნერვულ ბოჩკოებზე და აღწევს ზურგის ტვინში;

შემდეგ ხვდება თავის ტვინში,
სადაც გროვდება, მრავლდება და უჯრედების შეუქცევადი განადგურება ხდება;

თავის ტვინის ინფიცირების შემდეგ, ცოფი ვრცელდება მთელ ორგანიზმში, ხოლო შემდეგ ორგანიზმის ქსოვილებში, რომლებიც ხვდება სანერწყვე ჯირკვლებში და ბაქტერია ცხოველის ნერწყვით ვრცელდება.

ცოფის მაპროვოცირებელია 100-150 მილიმიკრონის სიდიდის ბურთისებური ფორმის ვირუსი.

ინფიცირებისას, დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემის ნერვულ უჯრედების ციტოპლაზმაში წარმოიქმნება ბაბეშ-ნეგრის სხეულაკები.

ცოფის ძირითადი ნიშნები:

არაერთი მომშენებელია დაინტერესებული, როგორ უნდა მიხვდნენ, აქვს თუ არა ცხოველს ცოფი?

ცოფის ვირუსის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ახალ დაინფიცირებულ ცხოველს უჩვეულო არაფერი ემჩნევა.

პირველი სიმპტომები შესამჩნევი ხდება მას შემდეგ, რაც ცხოველის ორგანიზმი სრულიად ინფიცირდება.

თუ ზრდასრული კატა ცოფით დაინფიცირდა, მისი ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 10 დღიდან ექვს კვირამდე.

კნუტის დაინფიცირების შემთხვევაში, მისი ინკუბაციური პერიოდი შვიდ დღეზე ნაკლებია.

ყოფილა გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ზრდასრული კატის ცოფის ინკუბაციური პერიოდი ერთი წლის განმავლობაშიც გაგრძელებულა.

ამასთანავე, საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ ნერწყვში ვირუსი იქამდე ხვდება, სანამ ცხოველის ქცევები და განწყობა შეიცვლება (დაინფიცირებიდან 3-7 დღეში).

ცოფის საერთო სიმპტომები კატებში:

ქცევის ცვალებადობა, რა დროსაც ცხოველი ხდება აგრესიული ან პირიქით მოწყვეტილი (მოდუნებული). აგრესიის დროს კატას აღენიშნება შფოთი, ხოლო მოდუნებისას - შენელებული მოქმედებები;

მადის დაკარგვა;

პერიოდული კრუნჩხვა და დამბლა;

შინაური ცხოველის უეცარი სიკვდილი.

სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ყველა სიმპტომი თავს იჩენს ცხოველის დაინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ.

ახალ დაინფიცირებულ ცხოველს გარეგნულად  არ ეტყობა ვირუსის სიმპტომები, ამიტომ ცოფის ვირუსით დაინფიცირება გარეგნულად ჯანმრთელი ცხოველისგანაც შესაძლებელია, რადგან დასაწყისში პროცესი ფარულად მიმდინარეობს.

არსებობს კატის ცოფის სამი ფორმა, რომელთა შორისაც არის:

აღგზნებული ფორმა

სტატისტიკურად, ეს ფორმა კატებში ყველაზე ხშირად გვხვდება.

აღგზნებული ფორმის მიმდინარეობის პერიოდი სამიდან თერთმეტ დღემდეა და გამოიყოფა შემდეგი სტადიებით:

პროდრომული ეტაპი

ეს წინმსწრები სტადიაა, რომლის დროსაც კატას ეწყება მოდუნება, სუსტად ახდენს რეაგირებას ბრძანებებზე და არის გაუცხოებული გარემოს მიმართ;

რამდენიმე ხნის შემდეგ კატის მდგომარეობა იცვლება - ის ხდება შეშინებული და შფოთიანი. ცხოველი ხდება უჩვეულოდ ნერვიული;

შინაური ბინადარი გამუდმებით არაადეკვატური და აგრესიულია - შესაძლებელია უმიზეზოდ დაკაწროს/დაკბინოს ადამიანი ან ცხოველი;

გარდა ამისა, კატა სათამაშოების ან საგნების მიმართ ინტერესს კარგავს. მას გამუდმებით აწუხებს ნაკბენი ადგილი, რომელიც მისი დავირუსების წყარო გახდა;

სტადიები სრულდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით, რომელიც ბოლო  ორი-სამი დღის განმავლობაში გულისრევითა და ფაღარათით ვლინდება.

მანიაკალური სტადია

ეს გრძელდება სამიდან ხუთ დღემდე.

მანიაკალური სტადია ხასიათდება ხახის კუნთების სპაზმით - დაავადების ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი.

სპაზმების შედეგად, ცხოველს ყოველ ჯერზე აქვს საყლაპავ მილში სითხის გადაცდენის რისკი. მას ამ დროს წყლის დალევა უჭირს.

ასევე, მოსდის მოჭარბებული ნერწყვი, რის გამოც სახესა და ყელზე აღენიშნება ლორწო.

Zooclub

ყოველივეს თან ერთვის ცხოველის აღგზნებადობა, რის შედეგადაც ის ხდება ზედმეტად აგრესიული და გაღიზიანებული.

ცოფიანი კატა ცხოველებსა და პატრონზეც შეტევაზე გადადის. მისი კბენის სამიზნე ყელი ან სახეა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ცხოველი აგრესიიდან გადადის გამოფიტვისა და მოდუნების სტადიაში.

ამ დროს ის ეძებს ბნელ ადგილს, სადაც უმოძრაოდ წევს. გადამეტებული ხმაურის ან შუქის დროს კატა კვლავ იწყებს შფოთს და აგრესიული ხდება.

დეპრესიული სტადია

ორი-სამი დღის განმავლობაში კატებში ვლინდება დეპრესიული სტადია, რომელიც ახდენს დამბლის პროგრესირებას, ხმის დაკარგვას, დუნდება ქვედა ყბა და ენა გარეთ ვარდება;

პირის ღრუდან გამოიყოფა დიდი ოდენობის ნერწყვი, თვალები ხდება ცრემლიანი და ელამი;

დამბლა იწყება უკანა თათებზე, ხოლო შემდეგ გადადის წინა კიდურებსა და მთელ ორგანიზმზე;

საბოლოოდ, როდესაც დამბლა მივა გულამდე და სასუნთქი გზების სისტემამდე, კატა კვდება.

პარალიზების ფორმა

ცოფის ეს ფორმა ითვლება მსუბუქად და გრძელდება ორი-სამი დღე.

ამ შემთხვევაში კატა ხდება შემაწუხებლად/უჩვეულოდ თბილი, გამუდმებით დასდევს პატრონს და ხელში აყვანას სთხოვს;

გამუდმებული კონტაქტისას, დიდი შანსია, კატის ინფიცირებული ნერწყვით დაავადება ადამიანს გადაედოს.

ატიპიური ფორმა

ცოფის ეს ფორმა ძალიან იშვიათად გვხვდება.

მისი ორგანიზმში მიმდინარეობისას, ცხოველს აღენიშნება გასტრიტი და ენტერიტი, რომელსაც ერთვის გულის რევა, ფაღარათი სისხლით და ორგანიზმის გამოფიტვა.

ამასთანავე, ატიპიური ცოფის ნიშნებმა შესაძლოა, მონაცვლეობით თავი იჩინოს ცხოველის მდგომარეობის გაუმჯობესების დროს.

ამიტომ, ამ ფორმაში რთულია დაავადების ამოცნობა.

ყველა შემთხვევაში, ცხოველის მდგომარეობა ლეტალურად სრულდება.

საფრთხის თავიდან აცილება:

იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი ხშირად არის ქუჩაში და მის სხეულზე აღინიშნება ნაკაწრი ან ნაკბენი, ყურადღებიანი პატრონი არ უნდა დაელოდოს სიმპტომების გამოვლენას, დაუყოვნებლივ უნდა წაიყვანოს საკუთარი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინართან და ექიმის გადაწყვეტილებით, ცხოველს ცოფის ვაქცინაცია უნდა ჩაუტაროს განმეორებით (არ აქვს მნიშვნელობა იქამდე გაკეთებული აქვს თუ არა ცხოველს ეს აცრა).

ამის შემდგ, ცხოველი 1-2 თვით მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

თუ ცხოველს დაეწყო ცოფის რომელიმე სიმპტომი, პატრონმა უნდა მიიღოს შემდეგი ზომები:

უნდა მოახდინოს ცხოველის იზოლირება და არ მიუახლოვდეს მას;

დაუკავშირდეს ვეტერინარს და დაწვრილებით გააცნოს ცხოველის სიმპტომები. ამის შემდეგ, ექიმი უნდა მივიდეს და თავად განახორციელოს კატაზე დაკვირვება.

იმ შემთხვევაში, თუ ცოფით დავირუსებული ცხოველის ნერწყვი კანზე შემთხვევით მოხვდა ან კატამ უკბინა ადამიანს, აუცილებელია ჭრილობის დაბანა გამდინარე წყალში და სარეცხის საპნით დამუშავება.

უპატრონო კატებისგან ცოფის გადადების რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან ქუჩაში ყოფნისას, მას შესაძლოა, უკბინოს ინფიცირებულმა ძაღლმა ან ვირთხამ.

ყველა ადამიანმა, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დაავადებულ ცხოველთან, აუცილებელია გაიაროს ანტირაბილური ვაქცინაცია.

ცოფის პროფილაქტიკა

იმისათვის, რომ შინაური ცხოველი დავიცვათ ამ სასიკვდილო დაავადებისგან, აუცილებელია ყოველწლიურად ჩაუტარდეს ვაქცინაცია:

სახლში მცხოვრები კნუტის ვაქცინაცია მხოლოდ კბილების დაცვლის შემდეგ ხდება, მაგრამ თუ ცხოველი გამუდმებით ქუჩაშია, აცრა 3 თვის ასაკში კეთდება. ვაქცინის ეფექტი გრძელდება 12 თვე, ამიტომ შინაური ცხოველის აცრა ყოველ წელს სავალდებულოა. 

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია სრულიად უვნებელი პროცესია ცხოველისთვის, აცრას თავისი წესები აქვს:

ცოფის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებამდე, აუცილებელია, ცხოველი დაამუშავოთ ჭიებზე;

კნუტის აცრა არ შეიძლება, სანამ კბილებს არ დაიცვლის;

თუ კატა/კნუტი ავადაა, რაიმე ტრავმა აქვს, მაკედაა ან კნუტები ახალი გაჩენილი ჰყავს, მისი ვაქცინაცია არ შეიძლება.

ასევე იხილეთ:

აცრა ცხოველის მიერ კბენის, გაკაწვრის ან დადორბლის შემთხვევაშიც აუცილებელია!

ძაღლის ვირუსული დაავადებები (ენტერიტი, ჭირი, ჰეპატიტი, ცოფი)

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ანტირაბიულ ვაქცინაციას
გიორგი
ერთი კითხვა მაქვს, ვიცი ,რომ კნუტს ცოფის საწინაამღდეგო აცრები მხოლოდ კბილების დაცვლის შემდეგ უნდა ჩაუტარდეს. და ხომ არ იცით რა ასაკში იცვლიან კბილებს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?