პირველადი დახმარება დაშავებული კატისთვის
პირველადი დახმარება დაშავებული კატისთვის
პირველ ყოვლისა ყველა ცხოველის მფლობელს უნდა ყავდეს საკუთარი ვეტერინარი, ხოლო
ეს პირველადი დახმარება, სასურველია ყველა კატის მფლობელმა იცოდეს , იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს დაარტყა მანქანამ, იჩხუბა და მიიღო დაზიანებები, გახდა ძაღლის ან ადამიანის მსხვერპლი და ა.შ.


პირველადი დახმარება:

1. აუცილებლად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან კატა არ დაფრთხეს- არ გიკბინოთ ან არ დაგკაწროთ.

2. შეამოწმეთ გონზეა თუ არა ცხოვლი.

3. შეამოწმეთ სუნთქავს თუ არა დაშავებული ცხოველი. დაადეთ მას ხელის მტევანი მკერდზე, რათა იგრძნოთ მოძრაობა ამოსუნთქვისას და ჩასუნთქვისას (ნორმაა - 20-30 ამოსუნთქვა წუთში).

4. გაუსინჯეთ პულსი - მიაჭირეთ ცხოველს ბარძაყის შიდა
მხარეს, ლაჯთან შუა თითი (ნორმაა - 120-140 დარტყმა წუთში).

5. თუ კატამ გონება დაკარგა, მიეცით
მის სხეულს სწორი მდგომარეობა. თავით დაღმა, რათა ღებინებისას ან პირიდან სისხლდენისას მეტად დაცული იყოს.

6. შეეცადეთ, რომ ცუდად მყოფ ცხოველს ენა გარეთ ჰქონდეს, ეს სუნთქვას გაუადვილებს მას. შეამოწმეთ ხომ არ აქვს რაიმე პირში და აუცილებლობის შემთხვევაში გამოაცალეთ ნებისნმიერი რამ.

7. დაადგინეთ ჭრილობების რაოდენობა. ძლიერი სისხლდენისას გადაუჭირეთ მჭიდროდ ლენტი ან რეზინი (არტერიალური სისხლდენის ნიშანია: პულსის დარტყმებთან ერთად შხეფებად გადმონატყორცნი ალისფერი სისხლი). არ შეუხვიოთ ბინტით! 30 წამი ძლიერად მიაჭირეთ ჭრილობაზე მარილის კომპრესი, შემდეგ კი ელასტიკური ბინტით გადაუხვიეთ.

8. თუ კატას ფერმკრთალი ან თეთრი ღრძილები აქვს, გახშირებული ან ზედაპირული სუნთქვა აღენიშნება და კიდურებიც ცივი აქვს, ხოლო სისხლდენის კერები არ ჩანს (ეს არის ან სტრესის ან შინაგანი სისხლდენის ნიშნები), თბილად შეფუთეთ ცხოველი და მიიხუტეთ.

9. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ვეტერინარს! (ცხოველი გადაიყვანეთ მჭიდრო ყუთით ან მყარფსკერიანი კალათით).

ასევე იხილეთ:

რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?

"კატის გრიპი" და მისი სიმპტომები

რას ნიშნავს "თავის მიბჯენა" კედელთან

liza
გუშინ ჩემი სახლის წინ ვიპოვე კატა, მანქანას დაურტყია და ასე მიატოვა, პირი ქონდა ცოტა სისხლიანი, ძლივს სუნთქავდა და და გარედან არაფერი ეტყობოდა, ცოტა მუცელი ქონდა გაბერილი, მივხვდი კვდებოდა მაგრამ ტკივილებს ვიფიქრე დავაძინებინებთქო, გავახვიე ადიელაში და 10 წუთში უკვე ვიყავით ცხოველების დახმარების ცენტრში, სამწუხაროდ გზაში მოკვდა. ვფიქრობ რომ სიკვდილის წინ მაინც იმსახურებდა ადამიანურ სითბოს და ნორმალურ დამარხვას.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?