პირველადი დახმარება დაშავებული კატისთვის
პირველადი დახმარება დაშავებული კატისთვის
პირველ ყოვლისა ყველა ცხოველის მფლობელს უნდა ყავდეს საკუთარი ვეტერინარი, ხოლო
ეს პირველადი დახმარება, სასურველია ყველა კატის მფლობელმა იცოდეს , იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს დაარტყა მანქანამ, იჩხუბა და მიიღო დაზიანებები, გახდა ძაღლის ან ადამიანის მსხვერპლი და ა.შ.


პირველადი დახმარება:

1. აუცილებლად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან კატა არ დაფრთხეს- არ გიკბინოთ ან არ დაგკაწროთ.

2. შეამოწმეთ გონზეა თუ არა ცხოვლი.

3. შეამოწმეთ სუნთქავს თუ არა დაშავებული ცხოველი. დაადეთ მას ხელის მტევანი მკერდზე, რათა იგრძნოთ მოძრაობა ამოსუნთქვისას და ჩასუნთქვისას (ნორმაა - 20-30 ამოსუნთქვა წუთში).

4. გაუსინჯეთ პულსი - მიაჭირეთ ცხოველს ბარძაყის შიდა
მხარეს, ლაჯთან შუა თითი (ნორმაა - 120-140 დარტყმა წუთში).

5. თუ კატამ გონება დაკარგა, მიეცით
მის სხეულს სწორი მდგომარეობა. თავით დაღმა, რათა ღებინებისას ან პირიდან სისხლდენისას მეტად დაცული იყოს.

6. შეეცადეთ, რომ ცუდად მყოფ ცხოველს ენა გარეთ ჰქონდეს, ეს სუნთქვას გაუადვილებს მას. შეამოწმეთ ხომ არ აქვს რაიმე პირში და აუცილებლობის შემთხვევაში გამოაცალეთ ნებისნმიერი რამ.

7. დაადგინეთ ჭრილობების რაოდენობა. ძლიერი სისხლდენისას გადაუჭირეთ მჭიდროდ ლენტი ან რეზინი (არტერიალური სისხლდენის ნიშანია: პულსის დარტყმებთან ერთად შხეფებად გადმონატყორცნი ალისფერი სისხლი). არ შეუხვიოთ ბინტით! 30 წამი ძლიერად მიაჭირეთ ჭრილობაზე მარილის კომპრესი, შემდეგ კი ელასტიკური ბინტით გადაუხვიეთ.

8. თუ კატას ფერმკრთალი ან თეთრი ღრძილები აქვს, გახშირებული ან ზედაპირული სუნთქვა აღენიშნება და კიდურებიც ცივი აქვს, ხოლო სისხლდენის კერები არ ჩანს (ეს არის ან სტრესის ან შინაგანი სისხლდენის ნიშნები), თბილად შეფუთეთ ცხოველი და მიიხუტეთ.

9. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ვეტერინარს! (ცხოველი გადაიყვანეთ მჭიდრო ყუთით ან მყარფსკერიანი კალათით).

ასევე იხილეთ:

რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?

"კატის გრიპი" და მისი სიმპტომები

რას ნიშნავს "თავის მიბჯენა" კედელთან

მარი
რატომ არიამ ადამიანები ასეთი უგულოები, რახან ცხოველია განა იმათ არ სტკივათ ან გრძნობა არ აქვთ
zaza
ცხოველების დახმარების ცენტრის საიტზე გავიგე მობილურის ნომერი (ქალაქის არ წერია). ქუჩაში პატარა კნუტი დაზიანებული ვნახე ავტომობილისგან და თქვენც არ მომიკვდეთ 1 საათის განმავლობაში ყურმილს არ იღებდნენ
777
ცხოვლების დახმარების ცენტრი სად არის?
ana katerina
რას ერცჰიან ამ პუმპულა ცხოველებს.......მზგოლიც და დანარცჰენებიც არიან-უგულო და სქელტყავა ჯოჯოები....მოვეპეროტ სჰიმაურ ოტხპეხა მეგობრებს...იმატ გვაჯობეს ადამიანობასი
liza-s
მე მღოლი გავლანძღე, ეზოში მოთამაშე ორ კატას სპეციალურად დაატრყა მანქანა, მაგრამ ყველა მძღოლს მიემხო და ატირებული მასხარად ამიგდეს. გაიხარე ლიზა, კიდევ კარგი მარტო არ ვარ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?