სიახლეები : სიამი
კატის 5 ჯიში, რომლებსაც პატრონებთან
ყველა კატა ხასიათით თუ გარეგნობით ინდივიდუალურია. ზოგიერთი მათგანი უფრო ხმაურიანია, მაგრამ არსებობს გარკვეული ჯიშები, რომლებსაც ძალიან უყვართ პატრონთან "საუბარი". 

ამ ჯიშების მფლობელებმა ყოველთვის იციან, როდის რა სურს მათ შინაურ ბინადარს. ისინი პატრონს სხეულის ენითა და კნავილით ესაუბრებიან. უდავოა, არსებობს გამონაკლისებიც, თუმცა, ქვემოთ მოყვანილი სახეობები ზოგადად "საუბრის" მიდრეკილებით გამოირჩევიან.

სიამის კატა

Zooclub

სიამის კატა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა ჯიშებს შორის. ის საოცრად კომუნიკაბელური, ჭკვიანი და სოციალური შინაური ცხოველია. ჰიპერაქტიური და მოუსვენარი სიამის კატა ხშირად ეჩხუბება პატრონს საკვების მოთხოვნის, თამაშის ან ყურადღების მიქცევის მიზნით. მათი ხმა ზოგჯერ ახალშობილის ტირილსაც მოგაგონებთ.

სფინქსი

Zooclub

სფინქსის ჯიშის კატამ პოპულარობა გარეგნობით მოიპოვა. მართალია, მას კანზე ბეწვი არ ამოსდის, მაგრამ სხეული თხელი ღინღლით აქვს დაფარული. ის საოცრად ენერგიული და ექსტროვერტია. სფინქსი ყოველთვის ცდილობს პატრონის ყურადღება მიიქციოს და ამას ხმიანობით აკეთებს. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისთვის არასასიამოვნო გარეგნობით გამოირჩევა, თუმცა, საოცრად ნაზი და მოსიყვარულეა.

ორიენტალური მოკლებეწვიანი

Zooclub

ეს ჯიში ძალიან ჰგავს სიამის კატას, თუმცა, განსხვავდება ბეწვის შეფერილობით, რომელიც შესაძლოა, სხვადასხვა ფერის ჰქონდეს. სიამის კატის მსგავსად, ისიც საოცრად ჭკვიანი და მოქნილია. ორიენტალური კატა ცნობილია ხმის მაღალი ტემბრით. ის უპირატესობას ანიჭებს სხვა კატებისა და ადამიანების გარემოცვაში ცხოვრებას. არსებობს ამ ჯიშის გრძელბეწვიანი სახეობაც, რომლის ხასიათიც თითქმის ორიენტალური მოკლებეწვიანის იდენტურია.

ბურმილა

Zooclub

ბურმილას ჯიში 1981 წელს სპარსული შინშილასა და ლილისფერი ბურმას დაუგეგმავი შეწყვილების შედეგად გაჩნდა, თუმცა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. იგი ზრდასრულ ასაკშიც კი ისეთივე აქტიურია, როგორც კნუტობის პერიოდში. ბურმილას ძალიან მოსწონს თამაში,  პატრონთან ჩახუტება და სისტემატური ხმიანობა მოთხოვნების მიზნით.

ბურმილას პატრონი ყოველთვის ხვდება, როდის რა სურს მის შინაურ ბინადარს, რადგან კატა თავის ემოციებს კარგად გამოხატავს, როგორც ქცევით, ისე ხმის ტემბრით.

ტონკინური

Zooclub

ტონკინური კატა სიამისა და ბურმილას ჯიშის კატების შეჯვარებით დაიბადა. შედეგად, სელექციონერებმა მიიღეს აქტიური და ჭკვიანი სახეობა, რომელსაც აქვს უნარი პატრონთან დიდი სულიერი კავშირი დაამყაროს. ის ხშირად კნავის ოჯახის წევრების ყურადღების მიქცევის მიზნით და თუ არ მიიღო, რაც სურს, კიდევ უფრო მაღალი ხმიანობით აპროტესტებს.

ასევე იხილეთ:

ყურების ენა - 5 მინიშნება, რომელიც კატების პატრონებმა უნდა იცოდნენ

8 ყველაზე ჭკვიანი კატის ჯიში

როგორია “კატური” სიყვარულის ახსნა …
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
ძაღლები
30.03.2020
ქალაქ შაოანგში (ჩინეთი) მცხოვრებმა ოქროსფერმა რეტრივერმა სახელად იაო ერიმ, ბოლო თვეების განმავლობაში, სეირნობის
29.03.2020
ძაღლების პატრონმა ვიდეოზე გადაიღო სასაცილო ლეკვი, რომელმაც უზარმაზარ ძაღლს
28.03.2020
ბელგრადში თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო აივანზე მყოფი სერბი მოხუცი, რომელიც
27.03.2020
ამ კრიზისულ პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება და ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ
ყველა სიახლე
კატები
23.03.2020
სფინქსის ჯიშის კნუტი უიშვიათესი დაავადებით - ჰიდროცეფალიით (თავის ქალაში მომატებული
15.03.2020
ტაილანდში მცხოვრები კატა ბედნიერია, როდესაც პატრონის ყურადღების
05.03.2020
2 წლის კატა, სახელად მონიკი, ლონდონის ცხოველთა თავშესაფარში 115-ე დღეა,
26.02.2020
სტამბულში გამართულ სიმფონიური ორკესტრის კონცერტს კატა პირდაპირ სცენაზე
ყველა სიახლე
ZOO
25.03.2020
"ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისა და სააგენტოს
21.03.2020
28 თე­ბერ­ვალს ჰონგ-კონ­გში ადა­მი­ა­ნის­გან ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით დაინფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი
20.03.2020
თამაზ ელიზბარაშვილის მიმართვა კარფურს, ნიკორას, სპარს, გუდვილს, ფრესკოს, ორი ნაბიჯს, ევროპროდუქტს
20.03.2020
კორონავირუსის პანდემია - მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, ქალაქები და ქვეყნები
ყველა სიახლე
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?